ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს ჩრდილოეთში, კოსოვოსა და სერბეთს შორის მდებარე სასაზღვრო პუნქტს ცეცხლი წაუკიდეს. მანამდე კოსოვოს პოლიციამ კონტრაბანდის აღკვეთის მოტივით სპეცოპერაცია ჩაატარა სერბებით დასახლებულ რაიონებში. 26 ივლისს ჩატარებულ რეიდს კოსოვოს პოლიციასა და ადგილობრივ სერბებს შორის შეტაკება მოჰყვა. დაიღუპა ერთი პოლიციელი, რომელსაც თავში ესროლეს. კოსოვოს პოლიციას აგრეთვე სურდა სასაზღვრო პუნქტები საკუთარ კონტროლს დაექვემდებარებინა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ თაჩის ქმედებებს უარყოფითად გამოეხმაურნენ ამერიკა და ევროკავშირი. რამდენიმე ხნის წინ სერბებმა კოსოვოს ეკონომიკური ბლოკადა დაუწესეს. კოსოვოელებმა ანალოგიურად უპასუხეს. რეიდები კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილების ძალაში შეყვანას ისახავდა მიზნად.
კოსოვო საკუთარ ჩრდილოეთ რეგიონებს 2008 წლიდან პრაქტიკულად ვეღარ აკონტროლებს. სამი წლის წინ კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საპასუხოდ ადგილობრივმა სერბებმა სასაზღვრო პუნქტები დაწვეს.
სერბეთის მოსაზღვრე რაიონებში 60,000 სერბი ცხოვრობს. ისინი კოსოვოს მთავრობის ხელისუფლებას არ აღიარებენ.