უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საელჩოს საჩივრის საფუძველზე უკრაინული ფემინისტური მოძრობა „ფემენის“ აქტივისტი ინა შევჩენკო დააპატიმრეს. უკრაინული გამოცემების ცნობით, საქართველოს საელჩომ ”ფემენის” აქტივისტი საკუთარი ქმედებებით საელჩოს თანამშრომლის აგრესიის პროვოცირებაში დაადანაშაულა. დაკავებისას ინა შევჩენკომ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა სცადა. უკრაინელი სამართალდამცველების განცხადებით, საქართველოს საელჩოს თანამშრომლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ პასუხისგება პროვოკაციული ქმედებისთვის „ფემენის“ აქტივისტსაც მოუწევს. საქართველოს საელჩომ უარყო უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ფემენის“ აქტივისტი საელჩოს საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს. საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გრიგოლ ქათამაძემ განაცხადა, რომ საელჩოს საჩივარი არავის წინააღმდეგ არ შეუტანია. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, უკრაინის შს სამინისტომ საქმე აღძრა საქართველოს საელჩოს წინ მომხდარ ინციდენტზე და მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. საქმე აღძრულია ფაქტზე. ჩვენ სამინისტროში არანაირი საჩივარი არ შეგვიტანია,” აღნიშნა მან.
18 ივლისს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა ინტერნეტ პორტალ „კომენტარის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი მოძრაობა „ფემენის“ მიერ საელჩოს წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების მხარდაჭერად გამართულ საპროტესტო აქციას იღებდა. საქართველოს საელოჩოს თანამშრომელმა, რომელიც საელჩოს დაცვის წევრი აღმოჩნდა, „კომენტარის“ ფოტოკორესპონდენტს თავში ჩაარტყა. მოგვიანებით ამ ინციდენტის გამო საქართველოს საელჩომ ბოდიში საჯაროდ მოიხადა, ხოლო თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.