გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენება

 დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. გთავაზობთ ჩანაწერის სრულ ტექსტურ ვერსიას.

“2002 წელს მე ვმუშაობდი გაზეთ კვირის პალიტრაში ფოტორეპორტიორად. ხშირად მიწევდა მივლინებებში გასვლა. ერთ-ერთი მივლინება იყო ერგნეთის ტერიტორიაზე. მე უნდა გამეკეთებინა რეპორტაჟი ერგნეთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან კონტრაბანდის გადმოსვლასთან დაკავშირებით. შესვლისას მე და მძღოლი ვიმყოფებოდით, რომელსაც საკუთარი მძღოლი ჰყავდა. დაგვაკავეს ოსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ერგნეთს ტერიტორიაზე შესვლისას, ნეიტრალური ტერიტორია არის, იმ პერიოდში ასე ითვლებოდა რომ ნეიტრალური ტერიტორია იყო და გვცემეს. მე ჩამსვეს მანქანის უკანა მხარეს, მძღოლის უკანა სავარძელში, გვერდში დამიჯდა იქედან და აქედან მათი წარმომადგენლები, მძღოლს წინ დაუჯდა ერთი ადამიანი და აიძულეს ცხინვალის მიმართულებით წასულიყო. იქ მისვლისას, მე ქალაქის ორიენტირი არ ვიცი რამდენი ხანი ვიარეთ, მაგრამ რომ მიგვიყვანეს შენობაში თვალი მოვკარი რომ აბრაზე იყო Южно Оссетинская ресспублика ნუ, მაშინდელი KGB იყო, ახლა როგორა აქვთ და რა აქვთ არ ვიცი, მაგრამ... შეგვიყვანეს შენობაში და დაგვიწყეს ცემა. მე ცალკე ვიყავი, მძღოლი ცალკე. მე ცალკე ოთახში მცემდნენ, ზოგჯერ 3-4 ადამიანი, იყო შემთხვევა რომ ხუთიც შემოსულა და ორიც. ცემის დროს გვიტარებდნენ ჩხრეკას რის შედეგადაც მე მიპოვეს პრეზიდენტის აკრედიტაცია, მაშინდელი პრესსამსახურის მოწმობა და მიპოვეს დიქტოფონი, რომელიც იმ მომენტისთვის მქონდა ჩართული, ანუ მე მთელი ამ დაკავების პროცესს და ცემის პროცესს ვიწერდი დიქტოფონზე, იმიტომ რომ მე ერგნეთში შესვლისას ავტომატურად ჩავრთე, რომ იქ გამეკეთებინა ის ჩართვა. ამის აღმოჩენის შემდეგ გაღიზიანდნენ და უფრო უარესად დაგვიწყეს ცემა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით დღენახევრის განმავლობაში. მერე რაღაც მომენტში მომიტანეს დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა და მითხრეს, რომ ეს არისო შენი დაკითხვის ოქმიო სადაც შენ აღიარებ ჯაშუშობაში ბრალს, რომ შენ აპირებდი დივერსიული აქტების ჩატარებას ცხინვალის ტერიტორიაზე, რაზეც მე თავიდან უარი განვაცხადე. მერე ისევ ცემა იყო და მერე მოვაწერე ხელი და მივეცი ეს ხელმოწერილი ფურცელი, შემდგომში უკვე აღარ იყო ასეთი ძალადობის მომენტი, იყო შემთხვევაც როცა ერთ-ერთი, კახელი იყო თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ქართულად გამესაუბრა, სიგარეტიც შემომთავაზა, მითხრა თუ გინდაო სიგარეტი მოწიეო. მე რომ ვკითხე რომ შენ რომ ქართულად საუბრობ ეს როგორ არის აქ დაშვებული, რაზეც მან მითხრა, რომ აქო ყველამ იცისო ქართული ენა, უბრალოდ შენ არ გესაუბრებიანო. შემდგომ ვიქენით გადაყვანილი ციხეზე, ცხინვალის ციხეზე. გამთენიისას უკვე მე დამიძახეს, გამიყვანეს გარეთ, ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ უნდა გავყოლოდი მას, ჩამსვეს მანქანაში, რამოდენიმე პიროვნება იჯდა - სამნი იყვნენ მანქანაში - ერთი წინ იჯდა და ორი გვერდზე ჩამიჯდა. მიმიყვანეს შენობაში მაგრამ ეს ის შენობა არ იყო სადაც მანამდე მიმიყვანეს, უფრო გარემონტებულივით იყო, შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც დამხვდა ორი რუსი სამხედრო პირი, რომლებმაც თავაზიანად დამსვეს. მითხრეს დაბრძანდითო, რამე ხომ არ გნებავთო - ჩაი, წყალი, შემომთავაზეს და დამიწყეს საუბარი. პირველი შეკითხვა ჰქონდათ, რომ ნაცემი და ნაიარევი როგორ არისო. მე ვუთხარი, მოხდა ასეთი ამბავი-მეთქი. მათ მითხრეს, რომ გაქვს მძიმე ბრალდება წაყენებულიო, რომელიც ითვალისწინებს 9-წლიან მუხლსო. დაკითხვის დროს მე ვუთხარი მათ საცხოვრებელი ადგილი და ოჯახის მდგომარეობა. მათ დამიდეს მაგიდაზე ჩემი ძმების ფოტოები და დედაჩემის ფოტოები და მითხრეს რომ ამ ოფიცრებმა, რომ თუ მე ვიტყოდი უარს იმ შემთხვევაში იქნებოდა ლიკვიდირებული ჩემი ოჯახი. მე, ცხადია მათ ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი, თუ განვაცხადებდი თანამშრომლობაზე სურვილს, ამ შემთხვევაში, გარკვეულ ანაზღაურებასაც გადმოგცემთო. რაზეც მე ვუთხარი, რომ რა არჩევანი მაქვს-მეთქი. მათ მითხრეს, რომ უნდა აირჩიოთ ან ის, ან ის. რაზეც მე ვუთხარი თანხმობა. მომიტანეს ბლანკის ფურცელი,რომელზეც იყო დაწერილი ამ ხელშეკრულების შინაარსი. მე, სიმართლე გითხრათ, არ გადამივლია თვალი მოვალეობები შედიოდა, ხელი მოვაწერე და მივაწოდე და მითხრეს, რომ დღეს გაგათავისუფლებენო, მიგიყვანენო ერგნეთის ბაზრობაზე, სადაც დაგხვდებიან პრესის წარმომადგენლებიო. გამოყვანისას ჩვენ მიგვიყვანეს კიდევ ერთ შენობაში, სადაც ჩვენ შეგხვდა მათი მაშინდელი უშიშროების მინისტრი, როგორც მე მითხრეს. იმიტომ, რომ ისე ესაუბრებოდნენ ეს თანამშრომლები... მან გვკითხა, რომ ეს ფიზიკური ზიანი ხომ არ არის რამე პრობლემა. მე ვუთხარი, რომ მოხდა ისე, რომ გვცემეს. მან თქვა, ” Бывает и хуже” -ო. ის გვეუბნება, რომ ერგნეთის ბაზრობასთან შეგხვდებიანო ჟურნალისტები და თქვენ თავისუფლები ხართო.  ერთი წლის შემდეგ, როდესაც მე ვმუშაობდი უკვეს სხვა რედაქციაში, გამომცემლობა ”სამშობლოში” გამოსვლისას მეტრო რუსთავგელთამ შემხვდა პიროვნება, რომელიც მომესალმა, საშუალო ასაკის კაცი იყო, ვიზუალურად მახსოვს და მან შემახსენა ცხინვალის ხელშეკრულება. მან მითხრა, რომ პეროვის ქუჩაზე არის გიორგაძის ერთ-ერთი პარტიის ოფისი. ისინი საქმის კურში იყვნენ და ისინი მეტყოდნენ, თუ რა დავალებები მექნებოდა შესასრულებელი. მისვლისას მე აღმოვაჩინე, დროშები იყო გამოკიდებული მათი პარტიის, დამხვდა მაღალი, ცოტა ტანადი, ჭაღარათმიანი მამაკაცი, შემიპატიჟა ოთახში, იმიტომ, რომ სხვადასხვა ოთახები იყო და სხვადასხვა პიროვნებები მუშაობდნენ და მესაუბრა, ჩვენო ვიცითო თქვენს შესახებ, გაგვაფრთხილესო. თქვენო ფოტორეპორტიორი ხართო - ჩვენ გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ჩვენ რომ მიტინგებს ვაწყობთ, თქვენ უნდა გადაიღოთ ეს ფოტომასალა, ანუ როგორი სახით ტარდება ეს მიტინგები, სად ტარდება ეს მიტინგები. ძირითადად აინტერესებდათ ზედა რაკურსი, რომ რაოდენობა ადამიანების დაეთვალათ, ანუ მასა უნდა გამოჩენილიყო.  ძირითადი ორიენტირი იყო ეს, გარდა ამისა პორტრეტებიც და სხვა სახის ფოტოებიც, რაც მიტინგს ეხებოდა უშუალოდ და მე ვაწვდიდი ამ ფოტოებს მათ. იქვე ხდებოდა კომპიუტერში ფოტოების ჩატვირთვა. ისინი მე როგორც ვიცი იყენებდნენ ამას გაზეთებისთვის, ვებსაიტებისთვის, ასევე იყენებდნენ მას რუსეთში გიორგაძის პარტიის ოფისისთვის წარსადგენად. ანგარიშსწორება ხდებოდა ხელზე. იქვე მომიტინგეებს, იყო რამოდენიმე ქალბატონი გამოყოფილი, სხვადასხვა იყო პერიოდულად, მიტინგის მიმდინარეობისას, და ის ქეშად უხდიდა თანხას, ადამიანებს, ალბათ კოორდინატორებს, რომლებსაც მოჰყავდა ეს ადამიანები და ჩემთანაც ხდებოდა ანგარიშსწორება. დაახლოებით 150-200 ლარი, გააჩნია სხვადასხვა ტარიფები ჰქონდათ ხოლმე. ეს გრძელდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში.

 შემდგომში 2007 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს პარლამენტის პრეს ცენტრში ფოტორეპორტიორად იქაც. მე ვასრულებდი პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოგადაღებებს და მევალებოდა ყველა ვიზიტის ანუ ჩამოსული სტუმრების თავმჯდომარესთან შეხვედრის ფოტოგადაღება. ამ პერიოდისთვის მე ვიცნობდი ზურაბ ქურციკიძეს, ჩვენ კოლეგები ვიყავით და ქურციკიძემ არაერთგვაროვნად შემახსენა, რომ ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სააგენტოზე, როგორც მან მითხრა, რომ ის ფოტოები, რაც მე მჭირდება თქვენგანო, მე მჭირდება იმისთვის, რომ გადავაგზავნო მოსკოვშიო..

შეგახსენათ, რას გულისხმობთ?

აი, შემახსენა ცხინვალის ამბავი, რომ თქვან თუ გახსოვთ ცხინვალის ამბებთან დაკავშირებით, მეც ვიმყოფები ამ  სამსახურში და მთხოვა, რომ რაღაც ფოტოები, ერთ-ერთი იყო პირველი, წელი ზუსტად არ მახსოვს, ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის ფოტოები მიმეწოდებინა მისთვის. გარკვეული დროსი შემდეგ ქურციკიძემ მთხოვა სტენოგრამაც გამეკეთებინა ფოტოებთან ერთად რადგან ეს სჭირდებოდათ მოსკოვში წარსადგენად. მე შევუსრულე ეს თხოვნა. მითხრა, რომ ანგარიშსწორება ხელზე მოხდებოდა ევროთი. დაახლოებიდან 150-დან, 200, ცოტა მეტი, 250-მდე ხდებოდა ხოლმე. გააჩნია დავალების სირთულეს.

შემდგომში, მე პარლამენტში რომ დავანებე მუშაობას თავი, 2008 წელს 8 რიცხვში, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ქურციკიძე იმყოფებოდა გორში. მან დამირეკა და მთხოვა, რომ დავხმარებოდი. მე ჩემი მანქანით ჩავედი გორში, რაღაცა პერიოდებში ჩვენ ვიყოფოდით. ქურციკიძემ მთხოვა, რომ რასაც გადაიღებ მასალებს, მომაწოდე, იმიტომ რომ ეს სჭირდება ისევ წარსადგენად მოსკოვში. ჩვენ ვიღებდით, ძირითადად, როგორ იხევდა ჩვენი ჯარი სოფლებიდან, მოსახლეობსი განწყობა, გარკვეული ჩანაწერებიც ხდებოდა ამისი. ქურციკიძე ურეკავდა ერთ-ერთ პიროვნებას,რომელსაც ეუბნებოდა, რომ ” тут такое творится” და რაღც ამბებს ყვებოდა ამ ამბებთან დაკავშირებით რუსულად, და ისეთ აგონიაში იყო, რომ მარტო ეს დამამახსოვრდა, რომ ” очень сильно бомбят, люди убегают”  და რაღაცეები. მე წამოვედი თბილისში. მას შემდეგ მე ქურციკიძე არ შემხვედრია, ის ფოტომასალა დავუტოვე მას, დაახლოებით 2010 მე დავიწყე მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მე და ქურციკიძეს გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი, მე ვაწვდიდი ფოტომასალებს, იგივე მევალებოდა, როგორც პარლამენტში, რომ გადამეღო ოფიციალური შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრების შეხვედრების და რაღაც პერიოდულობით ვაწვდიდი ფოტოებს. ბოლო მისი თხოვნა იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის არა მარტო ფოტო, არამედ სტენოგრამაც გამეკეთებინა, ანუ თანმიმდევრობა უნდა ყოფილიყო. უნდა გადამეღო საგარეო საქმეთა მინისტრი არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ სახელმწიფო კანცელარიაში და პრეზიდენტის რეზიდენციაშიც, რაც მე შევუსრულე, ჩავუწერე. მე ჩავწერე ყველაფერი ორ ეგზემპლარად - ერთი ეგზემპლარი მივეცი ქურციკიძეს, მეორე დავიტოვე ჩემთან. ქურციკიძემ მთხოვა,რ ომ იმ შემთხვევაში, თუ მასთან დისკი არ გაიხსნებოდა, ეს მეორე ეგზემპლარიც მიმეწოდებინა მისთვის, თუ არადა გამენადგურებინა ჩვეულებრივად. ეს თანხა არ ამიღია, უკვე დაგვაკავეს იმ პერიოდში. ეს სტენოგრამები ძირითადად ამოვიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ოთახიდან, რომელიც მდებარეობდა მეოთხე სართულზე -სხვა შემთხვევებში როგორ ხდებოდა ანგარიშსწორება?

- ანგარიშსწორება ხელზე ხდებოდა ძირითადად, ბლანკი ჰქონდა ქურციკიძეს, სადაც მე ვწერდი რომ მივიღე მომსახურებაზე 150 ევრო, 200 ევრო და ასე შემდეგ.

ეკა ბესელია  - გიორგი შენ ამბობ, რომ ეს სტენოგრამა ერთ-ერთი ოთახიდან ამოიღე, როგორ მიგიწვდა ხელი ამ ინფორმაციაზე?

გამომძიებელი - აქვე შეკითხვა, თუ შეიძლება. მხოლოდდამხოლოდ ეს სტენოგრამები იყო რასაც მოიპოვებდით მისთვის გადაცემული თუ თქვენ თვითონაც გიწევდათ სტენოგრამების გაკეთება?

-          პერიოდულად, კი

ბესელია - თქვენ გევალებოდათ ამის გაკეთება, გიორგი?

-         არა, სამსახურეობრიად არა. ქურციკიძის დავალებით ვაკეთებდი. მე მიზეზად ვიყენებდი რომ ჩემს კომპიუტერთან ვერ ვტვირთავ ფოტოებს, მივდიოდი იმ კომპიუტერთან, სადაც მეგულებოდა იდეაში სტენოგრამების ჩანაწერები მაგრამ მე ისე ვაკეთებდი, რომ ვითომ ფოტოებს ვწერდი და ვეძებდი სხვადასხვა ფაილებს.”

კომენტარები