კვიპროსის სამხრეთით მდებარე იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ხანძარი გახდა. ინციდენტი დილის 6 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კვიპროსის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი მოედო საწყობში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე 98 კონტეინერიდან ორს.
კვიპროსის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ იარაღის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საწყობის მიმდებარე ტერიტორია, ცეცხლი გაუჩნდა საწყობთან ახლოს ბუჩქებს და სხვა მცენარეებს. სამართალდამცველების ვარაუდით, აფეთქების გამო, შესაძლოა კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს.