ბენ ალის ახალი ბრალდებები წაუყენეს

ტუნისში, ყოფილი პრეზიდენტის, ბენ ალის წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესი დაიწყო. ბენ ალის, რომელმაც ქვეყანა 2011 წლის იანვარში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა,  იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შენახვაში სდებენ ბრალს.  ტუნისელი სამართალდამცველების თქმით, იარაღი და ნარკოტიკები ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში აღმოაჩინეს.
პირველი სასამართლო პროცესი ბენ ალისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ  ორი კვირის წინ დასრულდა.  ცოლ-ქმარი  სახელმწიფო ხაზინის ძარცვაში სცნეს დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 35-35  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დაუსწრებლად. ბენ ალის ადვოკატმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ   ბენ ალის წინაამდეგ აღძრული 

კომენტარები