ავღანეთის დედაქალაქში, სასტუმრო ინტერკონტინენტალზე თალიბანის მებრძოლების თავდასხმის მოგერიებაში NATO-ს საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ. ინტერკონტინენტალში, რომელიც ქაბულში საუკეთესო სასტუმროდ ითვლება, რამდენიმე თალიბი მებრძოლი გუშინ გვიან საღამოს შეიჭრა. სამმა მათგანმა თავი სასტუმროს ფოიეში აიფეთქა, ოთხი თავდამსხმელი ინტერკონტინენტალის დაცვის თანამშრომლებმა მოკლეს. რამდენიმე თავდამსხმელმა სასტუმროს სახურავზე მოახერხა გამაგრება. სწორედ მათზე მიიტანეს იერიში NATO-ს ვერტმფრენებმა და სამი ტერორისტი მოკლეს.
სასტუმროზე თალიბანის მებრძოლების თავდასხმას 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ამ დროისთვის ინტერკონტინენტალს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე ავღანეთის სხვადასხვა პროვინციის გუბერნატორები იყვნენ, რომლებიც ინტერკონტინენტალში სათათბიროდ შეიკრიბნენ. შეხვედრაზე NATO-ს ძალების ავღანეთიდან ეტაპობრივ გასვლასა და პასუხისმგებლობის ეროვნული არმიისთვის გადაბარებას განიხილავდნენ.