ჭიდაობა: ოთხი საპრიზო სერბეთიდან

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. თავისუფლებისგან განსხვავებით ქართველმა კლასიკოსებმა გუნდური მეორე ადგილი ვეღარ დაიკავეს და ვერც იმდენ მედალს მოუყარეს თავი. ვლადიმერ ადეიშვილის გუნდმა ტურნირი ოთხი მედლით დაასრულა - მათ შორის ოქროსი არცერთი იყო. ჩემპიონატის პირველმა დღემ საქართველოს ნაკრებს სამი მედალი მოუტანა, აქედან ერთი ვერცხლის და ორიც ბრინჯაოსი. მეორე ადგილი  ნიკა ცეცხლაძემ (50 კგ.) დაიკავა. მესამე ადგილზე კი ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ.) და სანდრო დიხიმანჯია (96 კგ.) გავიდნენ.

მეორე საშეჯიბრო დღეს ახალგაზრდა ქართველებმა ტემპი ვეღარ შეინარჩუნეს. საბოლოოდ ერთადერთი ვერცხლის მედლის მოპოვება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე საჩინო დავითაიამ მოახერხა.

კომენტარები