ერაყში აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/iraq.jpg##fbimage#
 ერაყში, ბაღდადიდან 150 კილომეტრში მდებარე ქალაქ დივანიაში მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 30-მდე ადამიანი. სამართალდამცველების ცნობით, პროვინციის გუბერნატორის რეზიდენციასთან ერთი მანქანა აფეთქდა, ამასთანავე, რეზიდენციასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმაც აიფეთქა თავი. გარდაცვლილთა უმეტესობა პოლიციელია.  


კომენტარები