მსოფლიოში ყველაზე მხიარულებად ამერიკელები დასახელდნენ

ვებ გვერდ Badoo.com-ის გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე სასაცილო და მხიარულები ამერიკელები, ხოლო ყველაზე ნაკლებად სასაცილო - გერმანელები არიან. კვლევაში მსოფლიოს 15 ქვეყნის მცხოვრებმა 30 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მხიარულთა სიაში მეორე ადგილზე ესპანელები, ხოლო მესამეზე იტალიელები გავიდნენ. მეოთხე ადგილი ამ სიაში ფრანგებმა დაიკავეს. ყველაზე ნაკლებად მხიარულთა და სასაცილოთა ჩამონათვალში კი გერმანიას რუსები და თურქები მოყვებიან. ბრიტანელები, რომლებიც საკუთარ თავს იუმორის გრძნობით გამორჩეულთა კატეგორიას მიაკუთვნებენ, მხიარულთა სიაში მეთხუთმეტე ადგილზე მოხვდნენ. ”ვშიშობთ, რომ კვლევის ზოგიერთი შედეგი სულაც არ არის სასაცილო,” განაცხადა Badoo.com-ის მარკეტინგის დირექტორმა ლლოიდ პრინსმა, რომელიც წარმოშობით ბრიტანელია. 

კომენტარები