„სახალხო კრების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცადებს, რომ აქციის დაშლის დროს გარდაცვლილი ორი ადამიანის სიკვდილში მას ბრალი არ მიუძღვის. მისი თქმით, აქციის მონაწილე გულის შეტევით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რაც შეეხება გარდაცვლილ პოლიციის თანამშრომელს, ავტომობილი, რომელიც მას დაეჯახა, ბურჯანაძის თქმით, არ მას და არც მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნის.
წუხანდელ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ დღეს ახალი განცხადება გაავრცელა:
"2011 წლის 26 მაისს, 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით, მიატოვა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გათავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია. ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე. ასევე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაკავებისას ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა,“ აღნიშნულია განცხადებაში.
დღესვე ინტერნეტ პორტალმა „მე რეპორტიორი“ (iReporter.ge) forum.ge-ზე თავისუფლების მოედანთან მომხდარი ავტოავარიის თვითმხილველის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ჯერ თავის ხალხს დაეჯახნენ და მერე პოლიციელებს. ტარანზე წავიდნენ. თანაც პირველი დაეჯახა ბურჯანაძის ჯიპი, რომელზეცდაცვის 2 თანამშრომელი იდგა. მერე შემდეგმა მანქანებმა გადაუარეს ძირს დაყრილ პოლიცილებს და ხალხს. დაღუპული პოლიციელი კასკით წამოედო მანქანის პოლს და ათრია პუშკინის სკვერამდე. იმიტომ ვერ ხედავთ თქვენ სად დაარტყა. დარტყმის მომენტში დაახლოებით 15-20 პოლიციელი აყარა ჰაერში. წარმოიდგინეთ 200 კაციანი კორდონი გააპეს და ისე გავიდნენ. ჯერ მომიტინგეები და მერე პოლიციელები მანქანებმა გადათელეს რუსთაველის კინოსა და მუზეუმის წინ. რამდენიმე იქვე გაფანტა და ერთი გაითრია ოდნავ შორს. კამერებში არ ჩანს დარტყმის მომენტი, მაგრამ ტვინიდან ალბათ არსდროს წაიშლება. ფაქტია, რომ ხალხი დახოცა ბურჯანაძემ, სისხლი დაღვარა.“