კომპანია Ernst & Young-ის ვერსიით რუსეთი ევროპაში ყველაზე კორუფციული ქვეყანაა. კომპანიის რეიტინგებში რუსეთი ფინანსური მაქინაციების კუთხითაც ლიდერობს, იუწყება ინტერნეტ გამოცემა Газета.ru. გამოკითხვაში ევროპის 25 ქვეყნის საწარმოსა და ბიზნეს კომპანიის 2300 ადამიანი მონაწილეობდა, მუშებისგან დაწყებული ტოპ მენეჯერებით დამთავრებული.
Ernst & Young-ის კვლევის მიხედვით რუს მეწარმეთა 39-მა პროცენტმა აღიარა, რომ მზად არის ტენდერის მოსაგებად ან საქმის ჩასაფარცხად მისცეს ქრთამი ნაღდი ფულით. ძვირფასი საჩუქრებით თანამდებობის პირთა მოსყიდვის მზადყოფნა გამოხატა რუსეთში გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა, ხოლო ქრთამის სახით დასვენებისა და გართობის ორგანიზება აპრობირებულ მეთოდად მიაჩნია 25 პროცენტს.
შეკითხვაზე: „ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდრა თუ არა მსხვილმასშტაბიანი თაღლითობა თქვენს კომპანიაში?“ რუსეთში დადებითი პასუხი რესპოდენტთა 37-მა პროცენტმა გასცა. ეს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ პუნქტში მეორე ადგილზეა უნგრეთი 27 პროცენტით, ხოლო საშუალო მაჩვენებელი ევროპაში 16 პროცენტია, განაცხდა Ernst & Young-ის წარმომადგენელმა, ივან რიუტოვმა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, რუსეთში ამ კუთხით სიტუაციის გამოსწორება ვერანაირი ანტიკორუფციული ღონისძიების მეშვეობით ვერ მოხერხდა. რუსეთში გამოკითხულთა მხოლოდ ერთი მეხუთედი მიიჩნევს, რომ კორპორატიული თაღლითობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გააქტიურებულია.