ებრაელმა წყვილმა შვილს ლაიქი დაარქვა

ებრაელმა წყვილმა თავის ახალშობილ გოგონას ლაიქი დაარქვა. ლიორ და ვარდიტ ადლერების თქმით, შთაგონება მათ სოციალურ ქსელ ფეისბუქის ღილაკიდან, ლაიქიდან მიიღეს. ადლერები აცხადებენ რომ მათი გოგონას სახელი „თანამედროვე და ინოვაციურია.“

„ჩვენ სწორედ ასეთი სახელის დარქმევა გვსურდა ჩვენი შვილისთვის,“ განუცხადა წყვილმა ჟურნალისტებს „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელი ორიგინალური ყოფილიყო. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ისრაელში ეს სახელი არავის ერქვა,“ აღნიშნეს მათ.

ახალშობილი ლაიქი ადლერების ოჯახში ერთადერთი არ არის, ვისაც ორიგინალური სახელი ჰქვია. მის ერთ-ერთ უფროს დას ფაი (ინგ. ღვეზელი), ხოლო მეორე დას ვაში (ებრ. თაფლი) ჰქვია.

გასულ თებერვალს, ეგვიპტელმა წყვილმა თავიანთ ქალიშვილს ფეისბუქი დაარქვა. მათი თქმით, ამით მათ მადლიერება გამოხატეს ფეისბუქის მიმართ ეგვიპტის რევოლუციის ორგანიზებაში „გაწეული წვლილის“ გამო. 

კომენტარები