Apple-მა Google-ი უკან ჩამოიტოვა

Aსააგენტო Millward Brown-ის კვლევის მიხედვით, კომპანია Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. ამ მაჩვენებლით Apple-მა კომპანია Google-ს გაუსწრო. ეს უკანასკნელი ბოლო ოთხი წლის მანძილზე მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სიას   ლიდერობდა. კვლევის ავტორების თქმით, Apple-ის ღირებულებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 84 პროცენტით აიწია. სპეციალისტების შეფასებით, ის 153 მილიარდი დოლარი ღირს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების პირველ ათეულში 6 კომპანია ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების სფეროდანაა. კომპანია IBM სიაში მესამეა, ხოლო Microsoft-ი მეხუთე. მეშვიდე ადგილზეა ამერიკული ფიჭური კომპანია AT&T, ხოლო კომპანია China Mobile  სიაში მეცხრეა.

Millward Brown-ის რეიტინგში წელს პირველად მოხვდა სოციალური ქსელი ფეისბუქი. ამ ბრენდს ექსპერტები 19 მილიარდ დოლარად აფასებენ. ორი საფეხურით დაწინაურდა სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s-ი, რომელიც სიის მეოთხე საფეხურზეა. პირველ ათეულში შევიდა კომპანიები Coca-Cola და Marlboro

კომენტარები