თანამედროვე ლიტვური კინოს კვირეული თბილისში

3 მაისს საქართველოს ეროვნულ კინო ცენტრს ლიტველი სტუმრები ეწვივნენ.  ამავე საღამოს  ლიტვის საელჩოს ორგანიზატორობითა და  ეროვნული კინო ცენტრის პარტნიორობით, თანამედროვე ლიტვური კინოს კვირეული ოფიციალურად კინოს სახლში( ქოლგა) გაიხსნა.

ლიტვური ფილმების ფესტივალი თბილისში ლიტვური კინოს მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიწყო.  კვირეულს კინოს სახლი და ვაკის პარკში მდებარე კლუბი 33ა მასპინძლობს.  ის  8 მაისამდე გასტანს და კინეატოგრაფის მოყვარულებს საშუალებას მისცემს  იხილონ არა მარტო  ლიტვური კინო, არამედ უშუალოდ შეხვდნენ მის შემქმნელებსაც.  პროგრამაში წარმოადგენილია ბოლო პერიოდის ლიტვური კინოს წამყვანი რეჟისორის, დამოუკიდებელი არტ ჰაუზის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის - შარუნას ბარტასის ფილმები. ასევე ნაჩვენები იქნება, არუნას მატელისის დოკუმენტური ფილმი: „დედამიწაზე დაბრუნებამდე“ (“Before Flying Back to Earth”) და კრისტინა ბუოჟიტეს მხატვრული ფილმი – „კოლექციონერი“ (“The Collectress”), ასევე სხვა ცნობილი ლიტველი კინორეჟისორების შემოქმედება: რაიმუნდა ბანიონისი, ტომას დონელა, ვიტაუტას ლანდსბერგისი, ემილის ველივისი და სხვები.

ხუთშაბათი, 5 მაისი, 20:00

კინოს სახლი „ქოლგა“, ძმები კაკაბაძეების ქ. 2, თბილისი

ტომას დონელა „გამომშვიდობება“ (იღბლიანი კაცის ბალადა)

დისკუსია ფილმის რეჟისორთან ტომას დონელასთან

შაბათი, 7 მაისი, 16:00

კინოს სახლი „ქოლგა“, ძმები კაკაბაძეების ქ.2, თბილისი

არუნას მატელისი,  „დედამიწაზე უკან გაფრენამდე“, 2005, 52 წთ.

შაბათი, 7 მაისი, 20:00

შარუნას ბარტასი „შვიდი უხილავი ადამიანი“, 2005, 114 წთ.

8 მაისი, კვირა

შოთა რუსთაველის და საქართველოს კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტების ნამუშევრები.

იულიუს ზიზი/ „ფანჯარა“, 1989

არვიდას  ლიორანჩასი „ადამიანი გორგოლაჭით“, 1997, 13 წთ

ალგიმანტას მაცეინა “თბილისი 89“, 1998, 8 წთ.

ალგიმანტას მაცეინა „შავი ყუთი“, 1994, 38 წთ.

არტურას ევდოკიმოვასი „ზევით მდინარის გასწვრივ“, 1992, 30 წთ.

შეხვედრა ფილმის რეჟისორებთან არტურას ევდოკიმოვასთან, არვიდას ლიორანჩასთან და ალგიმანტას მაცეინასთან.

კვირა 8 მაისი, 16:00, დახურვა

კინოს სახლი „ქოლგა“, ძმები კაკაბაძეების ქ.2, თბილისი

ვიტაუტას ლანსბერგისი, „როცა პარტიზანი ვიყავი“

დისკუსია ფილმის რეჟისორთან ვიტაუტას ლანსბერგისთან

ფილმები ღია ცის ქვეშ, კლუბი 33ა, ვაკის პარკი

პარასკევი, 6 მაისი, 19:30

მოკლემეტრაჟიანი სპეციალური ფილმები:

იურატე სამულიონიტე „არარუტინა“, 2008, 15 წთ.

იურგა ნარაშკევიჩიუტე, „3 წუთი“, 2011, 5 წთ.

მარტინას პეტროშიუსი „უცხო სხეული“, 2011, 12 წთ.

ტომას ვილისი „ეს ვაშლის შესახებ არაა“, 2011, 7 წთ.

 რამუნე ჩეკუოლიტე, „ 2ს, ორი საათი:,  2010, 15 წთ.

ლინა ლუჟიტე, „უკვე შესანიშნავად, ოღონდ კიდევ ისე რა...“, 2009, 28 წთ.

პარასკევი, 6  მაისი, 21:00

კრისტინა ბუოჟიტე „კოლექციონერი ქალი“, 2008, 84 წთ.

 

ყველა ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

ფილმები ქართული სუბტიტრებითაა.


კომენტარები