OECD-ის ქვეყნებში ანაზღაურების გარეშეც ბევრს მუშაობენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) 29 წევრი ქვეყნის სამუშაო დატვირთვის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ეს მონაცემები სხვა მსგავსი კვლევებისგან იმით განსხვავდება, რომ არა მხოლოდ ანაზღაურებად სამუშაოს, არამედ იმ დროსაც ზომავს, რასაც ეს ქვეყნები ანაზღაურების გარეშე მუშაობას უთმობენ. 

 
ფოტო: ავტორი ავტორიშვილი
ანაზღაურების გარეშე შესრულებული სამუშაოს წილი OECD-ის მთლიანი მშპ-ს მესამედია. ყოველდღიურად, ანაზღაურების გარეშე საქმიანობას, წევრი ქვეყნები 207 წუთს უთმობენ, აქედან ყველაზე ნაკლებს – 19% – კორეაში მუშაობენ, ყველაზე მეტს – 53% – პორტუგალიაში.
ანაზღაურების გარეშე საქმიანობიდან OECD-ის ქვეყნებში ყველაზე პოპულარული სამი ტიპის საქმეა – კულინარია, ოჯახზე ზრუნვა და საყიდლებზე სიარული. ამ საქმეებს OECD-ის მასშტაბით დღეში საშუალოდ 229 წუთს უთმობენ.
 
კერძების მომზადებაზე ყველაზე მეტი დრო – ყოველდღიურად საშუალოდ 128 წუთი  –  იხარჯება. ამ საქმეს ყველაზე მეტს – ყოველდღიურად 74 წუთს – თურქები ანდომებენ. ამერიკაში ეს მაჩვენებელი ყველაზე ნაკლები – დღეში 30 წუთია. ამერიკელები OECD-ის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვებას საშუალოდ 2-ჯერ ნაკლებ დროს უთმობენ. მოსახლეობის მესამედს კვებითი დარღვევები აწუხებს. ამ მხრივ ამერიკას OECD-ის ქვეყნებში უმაღლესი – OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. 
 
ოჯახზე ზრუნვას OECD-ის ქვეყნებში ყოველდღიურად საშუალოდ 26 წუთი მიაქვს. ამ საქმიანობაზე ყოველდღიურად ყველაზე ნაკლებ დროს ბელგია – 16 წუთი, იაპონია – 18 წუთი და უნგრეთი – 20 წუთი – ხარჯავს. ყველაზე მეტს: ავსტრალია – 45 წუთი, ახალი ზელანდია – 48 წუთი და ირლანდია – 62 წუთი.
 
საყიდლებზე სიარულს საფრანგეთის (დღეში 32 წუთი), გერმანიისა (დღეში 31 წუთი) და კანადის (დღეში 30 წუთი) მოსახლეობა OECD-ის მასშტაბით ყველაზე მეტ დროს უთმობს. ყველაზე ნაკლებს – კორეა (დღეში 13 წუთი), თურქეთი (დღეში 14 წუთი) და პორტუგალია (დღეში 17 წუთი).
 
ანაზღაურების გარეშე საქმიანობას, ანაზღაურებად სამუშაოსაც თუ დავუმატებთ, ყველაზე დიდხანს – დღეში 600 წუთს – OECD-ის წევრ ქვეყნებში მექსიკელები მუშაობენ. ყველაზე ცოტას – 480 წუთს – ბელგიელები. მთლიანი სამუშაო დატვირთვა OECD-ის მასშტაბით საშუალოდ 484 წუთია.

კომენტარები