რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა წამოაყენა წინადადება ქვეყანაში Gmail-ის, Hotmail-ის და Skype-ის გამოყენება აიკრძალოს. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთში მონაცემთა გადაცემის სერვისებით სარგებლობის დროს უცხოური ალგორითმებით შედგენილი შიფრების გამოყენების გამო. უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა, ალექსანდრ ანდრეეჩკინმა აღნიშნა, რომ ეს სერვისები რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მაგალითებად მან Gmail-ი, Hotmail-ი და Skype-ი დაასახელა.
უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებმა თავიანთი ინიციატივა იმით ახსნეს, რომ დაშიფრვის ის სისტემები, რომელსაც Gmail-ი, Hotmail-ი და Skype-ი იყენებენ, ოპერატიული ღონისძიებების განხორციელებას ართულებს. თუმცა, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქმე ამ სერვისების დაბლოკვამდე არ მივა. ”ჩვენი პოზიცია ასეთია - არ შეიძლება მოქალაქეებს რამე აუკრძალო, განსაკუთრებით ინტერნეტი. შეიძლება დაშიფრვის რაიმე საშუალება შესთავაზო, მაგრამ ეს საშუალებები უფასო უნდა იყოს,” განაცხადა რუსეთის ელექტრონული და საფოსტო კავშირგაბმულობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ილია მასუხმა.