ოჰაიოს შტატში პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ძაღლს უყეფდა

25 წლის ამერიკელი რაიან ჯეიმს სტივენსი იმის გამო დააპატიმრეს, რომ ის პოლიციის ძაღლს უყეფდა. სამართალდამცველების თქმით, ქალაქ ცინცინატის პოლიციის ოფიცერმა, ბრედლი უოლკერმა საპატრულო მანქანაში მყოფი ძაღლის ”არაკონტროლირებადი” ყეფა გაიგონა. როცა პოლიციელი მანქანას მიუახლოვდა, აღმოაჩინა, რომ უცნობი ახალგაზრდა  მამაკაცი ძაღლს ”ყეფით აღიზიანებდა.”

ეჭვმიტანილმა სამართალდამცველების ბრალდებები უარყო და განაცხადა რომ ”ძაღლმა პირველმა დაიწყო” ყეფა. პოლიციის ოფიცრის თქმით, ინციდენტის დროს სტივენსი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ოჰაიოს შტატის მუნიციპალური სასამართლო სტივენსის საქმეს 21 აპრილს განიხილავს. 

კომენტარები