სიმინდის სუპი მიდიით

4 ულუფის მასალა 500 გრ.ტკბილი სიმინდის კონსერვი 1 საშუალო ხახვი (თეთრი) 100 გრ.ნაღები 1ლ.ბოსტნეულის ბულიონი 200 გრ.მიდიის ხორცი 2 ჩაის კოვზი ზეთი ტობასკო ქერის ფხვნილი მარილი ფერადი წიწაკა ჯამში 15 ლარი  მომზადების წესი:


დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ სიმინდის კონსერვი, 50 გრ. ბულიონი და წამოადუღეთ. 
წამოდუღებული მასა დააბლენდერეთ, გაათხელეთ დარჩენილი ბულიონით სასურველ კონდიციამდე და შეკაზმეთ მარილით, ტობასკოთი და ფერადი წიწაკით. დაუმატეთ ნაღები.
ამასობაში შებრაწეთ მიდიები, დაუმატეთ ქერის ფხვნილი და მარილი.
ცხელი სუპი გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, დაამატეთ შემწვარი მიდიები და მიირთვით გემრიელად. 
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: 
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), 
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), 
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03). 
 

კომენტარები