ბრიტანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა დღეს ათენში საავარიო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს შესაძლო ტერაქტის შესახებ აცნობეს. კომპანია Thomson Airways-ს კუთვნილი ბოინგ 757-200 ბრისტოლიდან ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ბორტზე 213 მგზავრი იმყოფებოდა.
შეტყობინება თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ უცნობმა პირებმა ერთ-ერთ ეგვიპტურ საინფორმაციო სააგენტოს მიაწოდეს. სააგენტო ბრიტანულ კომპანიას დაუკავშირდა და მუქარის შესახებ აცნობა. ტელეკომპანია BBC იუწყება, რომ ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისთანავე მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა, ხოლო თვითმფრინავი აეროპორტის შენობიდან მოშორებით გაიყვანეს. ამ დროისთვის ექსპერტები თვითმფრინავს ამოწმებენ.