ბარაკ ობამას „ღიაობის“ ჯილდო საიდუმლოდ გადასცეს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/obama.png##fbimage#
მარტის დასაწყისში თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას „ღიაობის“ ნომინაციაში გადასცემდნენ ჯილდოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს განცხადება ამერიკულმა პრესამ გააქილიკა, დაჯილდოვების ცერემონიალი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გადაიდო. თუმცა Politico.com-ის ცნობით, ცერემონია მაინც გაიმართა, ოღონდ საიდუმლოდ, დახურულ კარს მიღმა.

ობამას ადმინისტრაციას ჟურნალისტები ხშირად აკრიტიკებენ გამჭვირვალეობის არასაკმარისი დონის გამო. თუმცა თეთრი სახლი კრიტიკას არ იზიარებს. „ობამამ აჩვენა, რომ მისი ადმინისტრაცია გაცილებით გამჭვირვალე და ღიაა, ვიდრე ნებისმიერი წინა ადმინისტრაცია. ის ამ კურსის ერთგულია თავისი პრეზიდენტობის პირველი დღიდან და ამის საჩვენებლად მან ძალიან ბევრი ზომა მიიღო,“ განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯეი კარნიმ. 

კომენტარები