ვატიკანი: კოალიციური ძალების იერიშს ტრიპოლიში 40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ლიბიაში კოალიციური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან პირველად, დამოუკიდებელი წყაროებისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვებისას ლიბიაში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ვატიკანის წარმოადგენელმა ტრიპოლში დღეს განაცხადა, რომ კოალიციის ძალების საჰაერო იერიშების შედეგად ლიბიის დედაქალაქში 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ვიკარი ჯოვანი მარტინელის თქმით, ერთ-ერთი დაბომბვისას საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რომელშიც მშვიდობიანი მოქლაქეების იმყოფებოდნენ. მარტინელიმ დააზუსტა, რომ ინფორომაცია რამდენიმე ”პატივსაცემი” და ”სანდო” წყაროსგან ერთდროულად მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ვატიკანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო Fides-ზე დაყრდნობით როიტერმა გაავრცელა.

”ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ და ამიტომ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია,” განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯამპაოლო დი პაოლამ. მიუხედავდ ამ განცხადებისა, რიოტერის ინფორმაციით, ალიანსმა უკვე დაიწყო მშვიდობიანი მოქალქეების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გამოძიება. როგორც ცნობილია, ვატიკანის პოზიცია ლიბიის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით უარყოფითია. რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე უკვე რამდენიმე დღეა მოუწოდებს ”ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალას” რომელიც ”ლიბიის პროცესებში მონაწილეობს” უარი თქვან სამხედრო ძალის გამოყენებაზე და დაიწყონ მოლაპარაკებები. პონტიფიკმა თავის მიმართვაში მოუწოდა ყველას ”ვისაც პოლიტიკური და სამხედრო პასუხისმგებლობა გააჩნია” უზრუნველყონ მშვიდობიანი მოასახლეობის ”ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისწვდომობა”.

კომენტარები