#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/angela(1).png##fbimage#
გერმანიის მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის პარტიამ, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირმა, ბადენ-ვუტემბერგში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება განიცადა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, მერკელის პარტიამ ხმათა 39 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მოკავშირე თავისუფალმა დემოკრატებმა - მხოლოდ 5.3 პროცენტი. ქრისტიან-დემოკრატების კონკურენტებმა, მწვანეთა პარტიამ და სოციალ-დემოკრატებმა ხმათა 24.2 და 23.1 პროცენტი მიიღეს.ექსპერტების თქმით, არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა იქონია იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების ფონზე მერკელის მთავრობის პოლიტიკამ ამ მიმართულებით. შაბათს ათასობით გერმანელმა ქვეყანაში ატომური ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ საპროტესტო მარში მოაწყო. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მერკელმა დაძაბულობის განმუხტვა სცადა და განაცხადა, რომ სამი თვით შეაჩერებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს გერმანიის ატომური რეაქტორების ექსპლუატაციის გაგრძელების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის პარტიამ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში გამართულ არჩევნებშიც იწვნია დამარცხება გასული წლის მაისში, ხოლო 2011 წლის თებერვალში ქრისტიან-დემოკრატები ჰამბურგში დამარცხდნენ.




