ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და სამხრეთ ამერიკის ორგზის საუკეთესო მოთამაშემ, რაიმ თავის ვებ გვერდზე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ჩეჩნეთში გამართულ მატჩში რამზან კადიროვთან ერთად ითამაშა. ”მთელი თამაშის განმავლობაში მტანჯავდა სირცხვილის გრძნობა და დამალვა მინდოდა,” განაცხადა რაიმ. მან აღიარა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო კადიროვი. მისი თქმთ, იცოდა რომ ჩეჩენი სეპარატისტები ადრე ებრძოდნენ რუსეთის არმიას და იცოდა, რომ ეს ომი დასრულდა.
მის თქმით, თამაშის წინ ბრაზილიის ნაკრებს სთხოვეს არ ეთამაშათ მთელი ძალით, რადგან ეს ”გასართობი მატჩი” იყო. რაის განცხადებით, გროზნოს ქუჩებში არ დადიოდა ხალხი და შენობებზე მმართველების უზარმაზარი სურათები იყო გამოკრული. ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, მისმა გუნდმა მხოლოდ მატჩის წინ გაიგო, რომ მათ წინააღმდეგ კადიროვი ითამაშებდა. ”შინ დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ომის შემდეგ ჩეჩნეთის დედაქალაქის 98 პროცენტი განადგურდა და რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კადიროვს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. რაც ვნახე იმის მიხედვით, ეს არც გამკვირვებია,” ნათქვამია მის განცხადებაში. რაიმ აღიარა, რომ მონაწილეობა მიიღო ”პოლიტიკური და პოპულისტური ხასიათის აქციაში.” ”ეს სულელური საქციელი იყო, მაგრამ ამან გამოცდილება შემძინა. ძალიან ყურადღებით დავაკვირდები ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ამბებს და ამიერიდან უფრო დაკვირვებული გავხდები,”აღნიშნა ფეხბურთელმა.
მატჩი ბრაზილიის ვეტერან ფეხბურთელებსა და ჩეჩნეთის გუნდს შორის, რომელის კაპიტანიც რამზან კადიროვი იყო, 8 მარტს გროზნოში გაიმართა. ბრაზილიის ნაკრებში რაის გარდა, რომარიო, კაფუ, ბებეტო და დუნგა თამაშობდნენ. კადიროვის ნაკრებში კი - ლოთარ მათეუსი და რუუდ გულიტი, რომელიც გროზნოს ”ტერეკის” მთავარი მწვრთნელია. თამაში ანგარიშით 6:4 ბრაზიილის ნაკრებმა მოიგო.
ბრიტანული გამოცემა გარდიანი წერდა, რომ გროზნოს სატადიონი პირთამდე სავსე იყო რუსულ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ”მსუქანი ხულიგნებით,” ფაფახიანი მოხუცებითა და შავ ჯინსებსა და შავ გრძელ პალტოებში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცებით. ”გარდიანის” ჟურნალისტი წერდა, რომ კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ხამზატ ჯაბრაილოვმა მას სტადიონზე უთხრა - ბრაზილელებს ეშინათ კარგად თამაშის, რადგან რომ მოიგონ, კადიროვი ”კისერს მოუგრეხსო.”