სასამართლო დავაში ჩაკარგული გარიგება

ლონდონის უმაღლესი სასამართლოს კვალდაკვალ, სტოკჰოლმის უმაღლესმა  საარბიტრაჟო სასამართლომაც   ბრიტანულ ბრიტიშ პეტროლიუმსა და რუსულ როსნეფტს შორის გაფორმებული გარიგება დროებით აკრძალა. სარჩელი სტოკჰოლმის სასამართლოში კონსორციუმმა Alfa-Access-Renova-მა (AAR) შეიტანა, რომელიც რუს მილიარდერთა ჯგუფის ინტერესებს  წარმოადგენს. მოთხოვნა იგივეა, რაც ლონდონის უმაღლეს სასამართლოში - BP-სა და როსნეფტს შორის გაფორმებული გარიგება  BP-ისა და ТНК-ВР შორის მოქმედ ხელშეკრულებას არღვევს, რომლის მიხედვითაც  BP-ის  ТНК-BP-ის გარეშე რუსეთსა და უკრაინაში გარიგების დადების უფლება არ აქვს.

 ТНК-BP მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანულ-რუსული ნავთობმომპოვებელი კერძო სააქციო კომპანიაა. რუსეთში  ის, გაზპრომისა და როსნეფტის შემდეგ, ნავთობის და გაზის საბადოების ფლობისა და გადამუშავების მხრივ მესამე ადგილზეა.  კომპანია 2003 წელს რუსულ კონცერნ AAR-ს და ბრიტანულ BP-ს შორის შემდგარი გარიგების საფუძველზე დაფუძნდა. აქციები  ბრიტანულ და რუსულ  კომპანიებს შორის  თანაბრად გადანაწილდა.

 BP -სა და ”როსნეფტს” შორის გარიგება 20011 წლის იანვარში შედგა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიები არქტიკაში ერთობლივი სამუშაოების გარდა, აქციათა პაკეტს ცვლიან. როსნეფტი BP-ს აქციათა 5 პროცენტის სანაცვლოდ, ბრიტანულ კომპანიას საუთარი აქციების 9.5 პროცენტს გადასცემს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ТНК-ВР-ის  აქციონერებმა ლონდონის სასამართლოს მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ  BP-ს არ ჰქონდა უფლება რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიზე მათი გვერდის ავლით რაიმე სახის გარიგება დაედო.    ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დავა რუსი აქციონერების სასარგებლოდ გადაწყვიტა და როსნეფტისა და BP -ს გარიგება დაბლოკა.  რუსეთის ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკლ საკითხებში BP -სა და ТНК-ВР-ს მოუწოდა დავა  მოლაპარაკების გზით  ისე გადაეწყვიტათ, რომ  რუსეთისა და ბრიტანეთის კომპანიების გარიგებას ხელი არ შეეშალოდა. მან  ასევე განაცხადა, რომ გარიგება ”როსნეფტსა” და BP -ის შორის განსაზღვრულ ვადებში  ანუ 14 აპრილს დასრულდებოდა. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომდე მოდავე მხარეები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ, თუმცა როსნეფტისა და BP -ის გარიგების საკითხზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. 

კომენტარები