Google

აშშ-ის სასამართლომ კომპანია Google-ს წიგნების სკანირების ხელშეკრულება შეუჩერა

აშშ-ს სასამართლომ დაბლოკა კომპანია Google-ს და გამომცემლობებს შორის დადებული შეთანხმება წიგნების სკანირებისა და ინტერნეტში განთავსების შესახებ. Google-მა უკვე დაამზადა 15 მილიონი წიგნის ელექტრონული ვარიანტი. მომხმარებლებს მათი წაკითხვა კომპანიის სპეციალური პლატფორმის, eBook-ის გამოყენებით შეუძლიათ. 

კომპანია Google-სა და ამერიკელი გამომცემლების ასოციაციას, ასევე ავტორთა გილდიას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, Google-ს უფლება აქვს წიგნების ციფრული ვერსიები გაყიდოს. ამის სანაცვლოდ, კი კომპამნიამ ამ წიგნებზე საავტორო უფლების მქონე პირებს ჰონორარები უნდა გადაუხადოს, რაც წელიწადში დაახლოებით 125 მილიონი დოლარია. თუმცა, ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, საავტორო უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები Google-ის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებული წიგნებზე. მოსამართლე დენი ჩინის თქმით ეს ფაქტი Google-ს თავის კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას აძლევს.

კომპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააკრიტიკეს. ”ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ჩვენ გადავხედავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენს შესაძლებლობებს შევაფასებთ. გვჯერა, რომ ეს შეთანხმება ადამიანებს საშუალებას მისცემს გაეცნონ იმ წიგნებს, რომლების პოვნაც ძალიან ძნელია აშშ-ში,” განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა, ჰილარი უეირმა.  

კომენტარები