ტერორისტულმა ორგანიზაცია ალ ყაიდამ მუსლიმი ქალებისთვის სპეციალური ჟურნალი გამოსცა, რომელშიც მოდისა და სილამაზის შესახებ რჩევებთან ერთად, ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებაც არის ინფორმაცია. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail იუწყება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ”ჯიჰად-კოსმოს” პირველ ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუები თვითმკვლელი ტერორისტების, ”წამებულების” ცოლებთან.
ჟურნალი მკითხველებს მოუწოდებს, რომ მუსლიმი ქალების მთავარი მოვალეობა მოჯაჰიდების აღზრდაა, რომლებიც ჯიჰადისთვის იქნებიან მზად. სილამაზის სვეტში კი ქალებს ურჩევენ, რომ სუფთა კანის შესანარჩუნებლად მუდამ ატარონ ჩადრი, სახლში ყოფნის დროსაც კი. ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ავტორი მუსლიმ ქალებს მოუწოდებს ”სიცოცხლე ისლამისთვის გასწირონ.”
შემდეგ ნომერში ჟურნალი მკითხველებს მიაწვდის რჩევებს კანის მოვლის, ასევე ელექტრონული ჯიჰადის წარმოების შესახებ.