იაპონიაში 11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა-1-ის მესამე ენერგობლოკში დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა. სპეციალისტების თქმით, აფეთქდა შენობის სახურავის ქვეშ დაგროვილი წყალბადი. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი - მძიმედ. იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, აფეთქებების შედეგად არ დაზიანებულა თავად ბირთვული რეაქტორი და რადიაციის დონეც კვლავ ნორმის ფარგლებში რჩება. ანალოგიური აფეთქება შაბათს ფუკუსიმა-1-ის პირველ ენერგობლოკშიც მოხდა. აფეთქების შედეგად რადიაციამაც გაჟონა, რის გამოც იაპონიის ხელისუფლებამ ატომური ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიციალური პირების თქმით, იაპონიაში ჩერნობილის ტიპის კატასტროფის გამეორების შანსი ”არ არსებობს”. იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ნაოტო კანმა კი ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ მდგომარეობას ”შემაშფოთებელი” უწოდა და აღნიშნა რომ ქვეყანას მსგავსი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განუცდია. იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ სიტუაციას საფრანგეთის მრეწველობის მინისტრი ერიკ ბესონიც გამოეხმაურა. მისი თქმით ფუკუსიმას ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ მდგომარეობა ”შემაშფოთებელია”. ”ბირთვული კატასტროფის რისკს ვერ გამოვრიცხავთ,” აღნიშნა მან.
პარასკევს მომხდარ 8.9-ბალიან მიწისძვრას და მისგან გამოწვეულ ცუნამის იაპონიაში, სავარაუდოდ, 10 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. დღეს დილით მაშველებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 2000 ადამიანის ცხედარი იპოვეს.