ამერიკელი დიპლომატები NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ”ზედმეტად პრორუსული” დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდნენ. ამის შესახებ გაზეთი Helsingin Sanomat-ი ინტერნეტ პორტალ ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ს წარმომადგენლის მიერ ალიანსის ოფიციალური პირებისთვის 2009 წელს გაგზავნილი დეპეშების მიხედვით, აშშ-ს ელჩი NATO-ში, ივო დაალდერი ”ძალიან შეწუხებული” იყო რუსეთის ქმედებებით. საუბრობენ, რომ დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები თავიდან იწყება, თუმცა კულუარებში ხშირად პრობლემები იჩენდა ხოლმე თავს, ვკითხულობთ Helsingin Sanomat-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ”რუსეთ-NATO-ს საბჭოს სხდომები არასასიამოვნო ატმოსფეროში მიმდინარეობდა. სხდომაზე, რომელიც დაალდერისთვის ასე მტკივნეული გახდა, როგოზინმა მოსკოვისთვის მისი კრიტიკის გადაცემაზე უარი თქვა და განაცხადა ”მე ფოსტალიონი არა ვარ,” წერს ფინური გამოცემა.
რაც შეეხება რასმუსენს, ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, 2009 წელს ამერიკელმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ დიმიტრი როგოზინთან შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებზე საუბარს თავი აარიდა. ”შემაშფოთებლად მიგვაჩნია ის, რომ რასმუსენს არ გამოუხატავს NATO-ს პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით,” ნათქვამია ამერიკელი დიპლომატის დეპეშაში.