პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიცია სხვა ვერსიებთან ერთად ერთ-ერთ მთავარ ვერსიად თვითმკვლელობასაც განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კლიმიაშვილის ახლობელი ქალბატონი მარინა ტერენტიევა დაკითხა, რომელმაც გარდაცვლილის ცხედარი ბინაში პირველმა აღმოაჩინა.
"მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ ეს ქალბატონი გარდაცვლილის სახლში წინა ღამითაც იმყოფებოდა, რა დროსაც ბინაში გაზის მკვეთრი სუნი შეამჩნია. მან ნახა, რომ გაზის ონკანი ღია იყო და გადაკეტა. მარინა ტერენტიევამ ასევე განაცხადა, რომ მის მიერ ცხედრის აღმოჩენის დროსაც ბინაში გაზის მკვეთრი სუნი იდგა და ონკანი ისევ ღია იყო,” ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, სააგენტო პირველთან საუბრისას კლიმიაშვილის თვითმკვლელების ვერსიას ”აბსურდი” უწოდა და განაცხადა, რომ ”ეს სამწუხარო ინციდენტი, მხოლოდ უბედურ შემთხვევას შეუძლია მიაწეროს. ” საქმეს შს თბილისის მთავარი სამმართველო იძიებს.
რამაზ კლიმიაშვილი გუშინ მცხეთის #8-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.