მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის მალე მივლინებების ახალი რეჟიმი ამოქმედდება. მინისტრები და მათი მოადგილეები ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებებში მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობის შემდეგ გაემგზავრებიან.
საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, მთავრობის წევრმა (გარდა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებისა) და მისმა მოადგილემ სამსახურებრივი მივლინებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად პრემიერ მინისტრს წინასწარ წერილობით უნდა მიმართოს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ინფორმაცია სამსახურეობრივი მივლინების მიზნის, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.
პრემიერ მინისტრის პრეს სპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა ”ტაბულასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ცვლილება მთავრობის მუშაობას უფრო კოორდინირებულს გახდის. ”ზოგჯერ ხდება, რომ რამდენიმე მინისტრი ერთდროულად არის მივლინებით ერთსა და იმავე ქვეყანაში და ხვდება ერთსა და იმავე ოფიციალურ პირს,” აღნიშნა მჭედლიშვილმა ”ეს ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ მთავრობის წევრების ვიზიტები უკეთესად დაიგეგმოს და იყოს სრული კოორდინაცია მინისტრთა კაბინეტში,” დასძინა მან. შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომელიმე მინისტრი ან მისი მოადგილე პრემიერმა სამსახურეობრივ მივლინებაში არ გაუშვას, მჭედლიშვილმა განმარტა, რომ ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათია, თუმცა შესაძლებელია, რადგან კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, პრემიერს ამის უფლება მიეცემა.