დღეს ხომ შენი დაბადების დღეა...

18 იანვარს ბარსელონას მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა 40 წლის გახდა.

თანამედროვეობის საუკეთესო კლუბი მის იუბილეს უამრავი რეკორდით შეხვდა – ბარსელონამ ამ მენეჯერის ხელმძღვანელობით წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია და გაჩერებასაც არ აპირებს.
გვარდიოლა 2008 წლის ივლისიდან წვრთნის ესპანეთის ჩემპიონს და არასრულ სამ სეზონში უკვე 8 ტიტული მოიგო.
ისევე, როგორც 2009 და 2010 წლებში, მისი კლუბი ახლაც შეუდარებელია და ალბათ, ბარსელონელი ჯადოქრები კიდევ ბევრ მიღწევას გააუმჯობესებენ. აბა, რეკორდები რისთვის არსებობს?
 
ესპანეთის რეკორდები
2008-09 წლების სეზონში კლუბმა 6 ტიტული მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
პირველი ესპანური კლუბი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა (2008-09)
ჩემპიონატის პირველ წრეში ყველაზე მეტი ქულა და გოლი: 52 ქულა და 61 გოლი (2010-11)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი ქულა: 99 (2009-10)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება: 31 (2009-10)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება: 13 (2008-09)
ყველა ტურნირში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 13 (21.09.2008 - 11.01.2009)
ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 9 (2008-09 და 2010-11)
ჩემპიონატის სტარტზე ყველაზე მეტი საგარეო გამარჯვება ზედიზედ: 9 (2008-09 და 2010-11)
ერთადერთი კლუბი პრიმერადივიზიონის ისტორიაში, რომელმაც პირველ წრეში ყველა გასვლითი მატჩი მოიგო (2010-11)
ყველაზე მეტი გოლი სტუმრად: 44 (2008-09)
ბურთების საუკეთესო შეფარდება ჩემპიონატის ისტორიაში: +74 (2009-10)
ყველაზე მეტი გამარჯვება სეზონში ყველა ტურნირზე: 45, 59-დან (2009-10)
ჩემპიონატის პირველი წრე დაუმარცხებლად: 15 მოგება, 4 ფრე (2009-10)
ჩემპიონატის ერთ საგარეო მატჩში გატანილი ყველაზე მეტი გოლი – 8 (ალმერიასთან – 20.11.2010)
 
საკლუბო რეკორდები
ჩემპიონატში ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში: 105 (2008-09)
დაუმარცხებელი სვლა ჩემპიონატში: 21 მატჩი (2009-10)
 
სხვადასხვა რეკორდები
...2009-10 წლების სეზონში გუნდმა ზედიზედ 34 მატჩში გაიტანა გოლი: ლა ლიგაში – 27, ჩემპიონთა ლიგაში – 5, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე – 2.
...მიმდინარე სეზონში კლუბმა ზედიზედ 28 მატჩი ჩაატარა წაუგებლად – 23 მოგება და 5 ფრე. 17 თამაში ჩემპიონატში, 5 თასზე და 6 ჩემპიონთა ლიგაში.
...2009-10 წლების სეზონში ბარსელონამ 31 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი – ჩემპიონატში 20 მატჩი, ჩემპიონთა ლიგაში 6, 1 ესპანეთის სუპერთასზე და 1 ევროპის სუპერთასზე. 

კომენტარები