”დომოდედოვოს” აეროპორტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

 მოსკოვში, ”დომოდედოვოს” აეროპორტში დღეს საღამოს მომხდარ აფეთქებას წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ინფორმაციით, დაშავებულია ოცამდე ადამიანი. სამართალდამცავების ცნობით, აფეთქება ბარგის გაცემის ტერმინალში მოხდა.

სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება, რომ მგზავრები აეროპორტიდან დამატებითი გასასვლელებიდან გაჰყავთ. ამ დროისთვის ”დომოდედოვოს” აეროპორტის ბარგის გაცემის ტერმინალი დაკეტილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

კომენტარები