აფხაზეთში მოქმედი ქონებრივი დავების რუსულ-აფხაზური კომისიის გადაწყვეტილებით, კომისია არასოდეს განიხილავს რუსეთის ფედერაციის ქართველი ეროვნების მოქალაქეების განაცხადებებს ქონების დაბრუნების თაობაზე. რუსეთის ფედერაციის ამ კატეგორიის მოქალაქეები, აფხაზეთში საკუთარ ქონებას ვერასოდეს დაიბრუნებენ. მათ შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ კონპენსაცია ქონებისთვის, რომელიც მათ ეკუთვნოდათ და ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთს 13 მილიარდ დოლარიან კონპენსაციას გადაუხდის, 1992-93 წლებში მიყენებული ზარალისთვის. კომისიაში სოხუმის რეჟიმთან ერთად აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს, რუსეთის გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები შედიან. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის სერგეი ბაღაბშის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ადლეიბამ კომისიის სხდომაზე განაცხადა: ” აფხაზეთის მთავრობის პოზიცია ცალსახაა, რუსეთის ფედერაციის ქართველი მოქალაქეების ქონებრივი პრეტენზიები და ქონებრივი უფლების დაცვის შესახებ განცხადებები, არ განიხილება . საქართველოს მხრიდან 13 მილიარდიანი კონპენსაციის სრულად ანაზღაურების, შემდეგაც, ამ მოქალაქეებს არ დაუბრუნდებათ ქონება, მხოლოდ მიეცემათ კონპენსაცია 1992 წელს მოქმედი უძრავი ქონების ფასების მიხედვით”.
აფხაზეთში რუსეთის ე.წ სალეჩოს მეორე მდივანმა დიმიტრი ვიშერნევმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ფედერაციის ქართველი მოქალქეები აფხაზეთში საკუთარ ქონებას ვერ დაიბრუნებენ.
ქონების დავების რუსულ-აფხაზური კომისია, 2010 წელს მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალქეებისთვის ბინებისა და სახლების ძალადობრივად წართმების ფაქტები აფხაზეთში გახშირდა. რუსულმა სახელისუფლო მედიამ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დარღვევის გაშუქებას კამპანიის სახე მისცა. საკითხს რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მისი მოგვარება მოითხოვა.