კონგრესმენზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს წინაშე წარსდგება

აშშ-ში, არიზონას შტატში კონგრესმენ ქალზე შაბათს მომხდარი თავდასხმის განხორციელებაში ეჭვმიტანილი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამის შესახებ ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ი იუწყება.

22 წლის ჯარედ ლი ლოჰნერმა დემოკრატ კონგრესმენს, გაბრიელ გიფორდსს მაშინ ესროლა, როცა ის ქალაქ ტუქსონში ამომრჩევლებს ხვდებოდა. გიფორდსი თავში მძიმედ დაიჭრა. სროლას ექვსი ადამიანი, მათ შორის 9 წლის გოგონა, ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით კი საავადმყოფოში სულ 14 ადამიანი გადაიყვანეს.

ამერიკელი ექიმების ცნობით, დაჭრილი კონგრესმენის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მათი თქმით, დღეს გიფორდსი გონს მოვიდა და ჟესტების მეშვეობით მედიკოსებთან კონტაქტი შეძლო. ”მიუხედავად ამისა, მდგომარეობა მაინც მძიმეა. ნებისმიერ დროს შეიძლება ტვინის შეშუპება განვითარდეს,” განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნეიროქირურგმა მაიკლ ლემოლმა.

აშშ-ს პოლიცია კი კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებს, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელს ეხმარებოდა. დაახლოებით 40-50 წლის მამაკაცი ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

 

კომენტარები