2011 წლიდან საქართველო ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა. მან დეპუტატებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ახალი ეკონომიკური კურსის პროექტი გააცნო. ”ჩვენ კარგად ვიცნობთ მეწარმეებსა და ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემებს და, ამიტომ, მომავალი წლიდან ახალ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მივიღეთ,” განაცხადა მინისტრმა.
ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანაში სამართლიანი და სანდო საგადასახადო სისტემის შექმნას ისახავს მიზნად. მისი თქმით, ახალი კურსი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას, მომსახურების სანდოობის ამაღლებას, ადმინისტრირების სამართლიანი პრინციპების დანერგვას და საჯაროობის გაზრდას ითვალისწინებს.
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2011 წლიდან ახალი საკასო აპარატები დაინერგება, რომელიც GPRS-ის სისტემით იქნება აღჭურვილი. ამგვარად, ინფორმაცია ყოველი ჩეკის შესახებ ავტომატურად გადაეცემა ცენტრალურ საგადასახადო სისტემას. ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ გამარტივდება საფოსტო პროცედურებიც, რაც მინისტრის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იმ ადამიანებისთვის იქნება, რომლებიც ინტერნეტ მაღაზიებით სარგებლობენ.
ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 დეკემბერს გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში ბევრი ხარვეზი არსებობს. ”ძალიან ბევრ მეწარმეს ჯერ კიდევ აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა,” განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ახალი ეკონომიკური კურსის მიზანი არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნაა.