სასჯელაღსრულების მინისტრი: პენიტენციურ სისტემაში ევროპული სტანდარტები ინერგება

დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდილ საკითხთა დახმარების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ანგარიში ჩააბარა. მან კანონმდებლებს ის რეფორმები გააცნო, რომლებზეც სამინისტრომ უკვე იმუშავა.  კალმახელიძემ ხაზი გაუსვა, რომ სისტემის გაუმჯობესების  კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პატიმრობის შესახებ  ახალი კოდექსია. მინისტრის თქმით, ახალი კოდექსი ძველზე გაცილებით უფრო ჰუმანური და ლიბერალურია.

კალმახელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციალური სისტემაში ევროპული სტანდარტები ინერგება. კერძოდ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლაითურში შენდება ახალი ევროპული სტანდარტების ციხე, რომელიც უწყებას ბათუმის, ზუგდიდის და ხონის ძველი საპატიმრო დაწესებულებების დახურვის შესაძლებლობას მისცემს. კალმახელიძის თქმით, მიმდინარეობს გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც. ”2011 წლის პირველი ნახევრიდან პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნები შესაძლებელი იქნება,” აღნიშნა მინისტრმა.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კალმახელიძისგან არასულწლოვანთა საპყრობილეეებში სიტუაციის გამოსწორება მოითხოვა. სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა #11, რუსთავის #6 და #16 საპატიმრო დაწესებულებების ტერიტორიაზე სამვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტების   შესაბამისი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს. ”სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. ეს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია,” დასძინა კალმახელიძემ.  

კომენტარები