რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში მომხდარ აფეთქებებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ გამოცემა კომერსანტი რუს ძალოვანებზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქართული მხარის ბრალდებებს “ცუდად დაგეგმილი და ცუდად დადგმული პროვოკაცია” უწოდა. მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ქართველი სამართალდამცავების ბრალდებები რუსეთ-ევროკავშირის სამიტთან არის დაკავშირებული.
ვაშინგტონში კი საქართველოში მომხდარ აფეთქებებზე შეშფოთება გამოთქვეს. აშშ-ს ოფიციალური პოზიცია ჟურნალისტებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა გააცნო. “ჩვენ მომხდარის გამო შეშფოთებულები ვართ. შეერთებული შტატები აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს,” განაცხადა მაკფოლმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 დეკემბერს საქართველოში ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში ეჭვმიტანილი 6 პირის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება. სამინისტროს ცნობით, დაკავებულები გასულ კვირას ლეიბორისტული პარტიის ოფისთან და მუხიანში მომხდარი აფეთქებების მოწყობაში, ასევე შემოდგომაზე ამერიკის საელჩოსთან და თბილისის რკინიგზის სადგურთან მომხდარი აფეთქებების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბრალად ედებათ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან სარკინიზო ხიდის აფეთქების მცდელობაც. შსს-ს ცნობით, აფეთქებების უკან აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალების ოფიცერი, ევგენი ბორისოვი იდგა.