საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება დღეს 6 საათზე პრესკონფერენციაზე გააჟღერა. ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც ირანის საკითხებზე იმუშავებს. ”ეს არის ახალი სტრუქტურა, რომელიც სულ ახლახანს დაარსდა” - აღნიშნა ზურაბიშვილმა. ბრიფინგზე მან ქვეყანაში დემოკრატიის დაბალ ხარისხსა და ”ნამდვილი ოპოზიციის” არარსებობაზე ისაუბრა. ზურაბიშვილი საზოგადოებასა და ჟურნალისტებს დროებით დაემშვიდობა და დაპირდა, რომ საქართველოში ”გაძლიერებული დაბრუნდება”.
პარტია საქართველოს გზა ზურაბიშვილმა 2006 წლის მარტში, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან სკანდალური გადადგომის შემდეგ დაფუძნებული ”სალომე ზურაბიშვილის მოძრაობის” ბაზაზე დააარსა.
2006 წელს საქართველოს გზამ უარი განაცხადა რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკში გაერთიანებაზე და დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. პარტიამ ხმათა 2,7 პროცნეტი დააგროვა, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა დაიწყო სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა და 2007 წელს ერთიანი სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს თანადამფუძნებელი გახდა. იმავე წლის ნოემბერში იყო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად მოიაზრებოდა. მაისის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს გზა კვლავ გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში მონაწილეობდა. ბლოკმა, რომელიც კიდევ რვა პარტიას აერთიანებდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ხმათა 17,7 პროცენტი და 15 მანდატი მიიღო. საქართველოს გზის მანდატით პარლამენტში დიმიტრი ლორთქიფანიძე შევიდა, თუმცა მან პარტია მალევე დატოვა.