ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გამოყენება ისე, როგორც ეს მისი გაყვანის დღიდან იყო დაგეგმილი ანუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ – ისევ აქტიური განხილვის თემაა. ამჯერად საკითხზე უკრაინისა და ბელარუსის მთავრობები მსჯელობენ.
მილსადენი 2004 წლიდან უკუღმა ფუნქციონირებს – ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. რუსული ნავთობკომპანიები მას ოდესიდან ექსპორტისთვის იყენებენ. შებრუნებული გამოყენება ბლოკავს ნებისმიერ არარუსული წარმოშობის ნავთობის მიწოდებას უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
ოდესა-ბროდის ნავთობსადენს სრული დატვირთვით 2004 წლიდან აღარ უმუშავია. რუსული ნავთობკომპანიები, რომლებიც ნავთობსადენს შებრუნებული მიმართულებით ამუშავებენ – ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მის შესაძლებლობაზე – ყოველწლიურად 9-12 მილიონ ტონა ნავთობზე ბევრად ნაკლებს იყენებენ. ეს ექსპერტების ნაწილს აფიქრებინებს, რომ რუსეთს ნავთობსადენის შებრუნებული მიმართულებით გამოყენებისთვის კომერციულ ინტერესზე მეტად, არარუსული წარმოშობის ნავთობის დაბლოკვის შესაძლებლობა ხიბლავს.
2002 წლიდან რუსეთი წარმატებით არ ატარებს ყაზახურ ნავთობს ნოვოროსიისკიდან ოდესამდე. შებრუნებული მუშაობის გამო – ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ოდესა-ბროდის ნავთობსადენი გადატვირთულია. შესაბამისად, ოდესამდე, საქართველოს შავი ზღვისპირეთის გავლით, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მისი გამოყენება ვერ ხერხდება.
ოდესა-ბროდის პირვანდელი მიმართულების აღდგენაში დაინტერესებულმა ყველა მხარემ – ვენესუელამ, ბელარუსმა, ლიტვამ, უკრაინამ და პოლონეთმა – შეთანხმებას უკვე მიაღწია. ვენესუელა მზადაა ბელარუსს ყოველწლიურად, 2011-2013 წლებში 10 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს. ლიტვა, რომლის ქალაქი კლაიპედა ბელარუსისთვის ვენესუელური და ყველა სხვა ტიპის არარუსული წარმოშობის ნავთობის იმპორტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია, ნავთობის გატარებაზე თანახმაა. კიევი თავისი ნავთობსადენების სისტემით ბელარუსისთვის ასევე მიმზიდველია. უკრაინა თანახმაა ჩაერთოს ნავთობის გადაზიდვის პროცესში. კიევი თავის მხრივ დაინტერესებულია თვითონ გამოიყენოს ოდესა-ბროდის ნავთობსადენი არარუსული წარმოშობის ნავთობის უკრაინამდე მისაყვანად. პოლონეთი ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოელის, რომ ოდესა-ბროდის ნავთობსადენი ჩაფიქრებულ მიმართულებას დაუბრუნდება – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ამ ქვეყნის ნავთობტერმინალები პლოკსა და გდანსკში ნავთობსადენის მთავარ მომხმარებლებად ითვლებოდნენ.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი შმატკომ ყველა ეს ქვეყანა საჯაროდ უკვე გააფრთხილა. მისი განცხადებით, ვენესუელური ნავთობის ოდესა-ბროდი-დრუჟბას გავლით გატარება, რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება: 2004 წლის აგვისტოში რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს რუსული ნავთობის ამ გზით ტრანსპორტირების ხანგრძლივ ხელშეკრულებას.