მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაცია – რეპორტიორები საზღვრებს გარეშე – პრესის თავისუფლების 2010 წლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველო 178 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზეა. მისი მაჩვენებელი რეიტინგში გაუარესებულია. გასულ წელს ანალოგიურ რეიტინგში ქვეყანა 81-ე ადგილზე იყო.
კვლევის თანახმად, პრესა ყველაზე თავისუფალი ფინეთში, ისლანდიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და შვეიცარიაშია. ეს ქვეყნები ერთნაირი მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფენ. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი ირანს, თურქმენეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ერიტრეას აქვს.
ინდექსი გარკვეულ ტენდენციებსაც ასახავს. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს ჩივიან პრესის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 13 ქვეყანა პირველ ოცეულშია, მაგრამ დანარჩენი 14 სიაში ქვედა ადგილებს იკავებს. მაგალითად, იტალია 49-ე, რუმინეთი 52- ე, საბერძნეთი და ბულგარეთი კი 70-ე ადგილზე არიან. გასულ წელს საბერძნეთი 35-ე იყო, ბულგარეთი – 68-ე.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს პრესის თავისუფლებას. ე.წ. დიდი ოთხეულის ქვეყნებიდან ბრაზილიას აქვს შედარებით დადებითი მაჩვენებელი. ის 12 ადგილით დაწინაურდა და 58-ეა. ინდოეთი სიაში 17 ადგილით ჩამოქვეითდა და 122-ე ადგილს იკავებს. რუსეთი 140-ეა, ჩინეთი კი 171-ე.
ორგანიზაცია მსგავს კვლევას ყოველ წელს ატარებს. ეს კვლევა 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე 43 კრიტერიუმის საფუძველზე შეადგინეს კითხვარი. კრიტერიუმები მოიცავს როგორც ჟურნალისტებზე პირდაპირ ძალადობას, ასევე ცენზურასა და პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობას. კრიტერიუმებში შედის თვითცენზურის ხარისხი და ფინანსური დამოუკიდებლობა.
ორგანიზაციის ცნობით, ეს კითხვარი 15 პარტნიორ ორგანიზაციას და სხვა დამოუკიდებელ სუბიექტებს – იქნებიან ესენი ჟურნალისტები, თუ ადამიანის უფლებათა დამცველები – დაეგზავნა საკვლევ ქვეყნებში.