2010 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთმა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა. მას პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან პირველს ერგო პატივი გამხდარიყო ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ტაბულას ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ბოლატ ნურგალიევი ესაუბრა.
2010 წელს ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარეობდა. რა შეიცვალა თქვენი ხელმძღვანელობის განმავლობაში და როგორ აფასებთ ორგანიზაციის გასული წლის საქმიანობას?
ძირითადი მიზნები, რომლებიც ჩვენ დავისახეთ, მიღწეულია. ყაზახეთის თავმჯდომარეობა შეიძლება ოთხი “T”-თი დახასიათდეს: “Trust, Traditions, Transparency, Tolerance” („ნდობა, ტრადიცია, გამჭვირვალობა, შემწყნარებლობა”). ყაზახეთი ცდილობდა ყოფილიყო მაქსიმალურად რეალისტური, პრაგმატული და დაესახა მიღწევადი მიზნები. უდავო წარმატებაა ის, რომ ყაზახეთის ინიციატივამ, მიმდინარე წლის ოქტომბერში ეუთოს სამიტი ჩაეტარებინა ასტანაში, მხარდაჭერა მოიპოვა. მომწიფდა საჭიროება უმაღლეს დონეზე განვიხილოთ უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პრინციპული საკითხები. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო თავიდანვე მხარს უჭერდა სამიტის ჩატარების იდეას.
ეუთოს თავმჯდომარეობისას რა როლს ანიჭებდა ყაზახეთი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, კონფლიქტების დარეგულირებას სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში?
უსაფრთხოების პრობლემა პრიორიტეტული იყო ჩვენს საქმიანობაში. ორგანიზაციაც ამისთვის შეიქმნა თავის დროზე. თანამშრომლობა და უსაფრთხოება სამი კალათის მიდგომით – პოლიტიკა, ეკონომიკა და ჰუმანიტარული სფერო თანაბრად, ჩვენ ვცდილობდით დაგვეცვა ეს ბალანსი. ყაზახეთი განსაკუთრებულ ადგილს უთმობდა ეუთოს სივრცეში არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებს – საქართველოს, მთიანი ყარაბახის, დნესტრისპირეთის. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ვცდილობდით ვყოფილიყავით გულწრფელი და ობიექტური შუამავალი. ვიღვწოდით იმისათვის, რომ მდგომარეობა ყოფილიყო პროგნოზირებადი სამხედრო ძალის გამოუყენებლობის თვალსაზრისით; ვცდილობდით დაგვეცვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესები. პირველ რიგში საუბარია ლტოლვილებსა და ადგილნაცვალ პირებზე, უგზოუკვლოდ დაკარგულთა ბედზე, თავისუფალი გადაადგილების პრობლემის მოგვარებაზე და ე.წ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე. ეს მექანიზმი აფხაზეთის კონტექსტში ნორმალურად მუშაობს, სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი – არა.
როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ეუთოს მხრიდან, როგორ აფასებთ მოლაპარაკებების მსვლელობას და ამ პროცესის პერსპექტივას?
მთავარია, რომ პროცესი არ წყდება. ძალიან მნიშვნელოვანია თანათავმჯდომარეების შეხვედრები არა მხოლოდ ჟენევაში, არამედ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. ჩვენ ადგილზე ვარკვევთ მდგომარეობას. ჩვენ ვიყავით, მაგალითად, გალის რაიონში, სადაც უამრავი პრობლემაა გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ასეთივე საკითხები გვხვდება საქართველოს ადმინისტრაციული კონტროლის ხაზზე სამხრეთ ოსეთის რეგიონთან. დროდადრო მონაწილეთა ნაწილს უჩნდება ცდუნება თავისი თანხმობა ან უარი პროცესში ჩართვაზე გამოიყენოს გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, ჯერჯერობით, შევძელით სრულყოფილი მუშაობის შენარჩუნება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური ნდობის ამაღლება. ამასთან, უნდა ვცადოთ ურთიერთობებისთვის გარკვეული საფუძვლის მომზადება.
როგორ აფასებთ ეუთოს მიერ განხორციელებული ზომების ეფექტიანობას ყირგიზეთში მასობრივი არეულობების დროს?
ყაზახეთისთვის, როგორც ეუთოს თავმჯდომარისათვის, ასევე როგორც ყირგიზეთის მეზობელი ქვეყნისთვის, ეს მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ თავიდანვე მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის პოტენციალის მობილიზება. პირველ რიგში საჭირო იყო დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის ურთიერთობების დარეგულირება და სისხლისღვრის შეწყვეტა. შემდეგ აუცილებელი გახლდათ სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების პირობების შექმნა, მატერიალური დახმარებაც, რადგან ქვეყანაში მოშლილი იყო საბანკო-საფინანსო სისტემა. ამ ძალისხმევამ მიგვიყვანა გარკვეულ სტაბილურობამდე, თუმცა ჩვენ დღემდე ვხედავთ არასტაბილურობის რეციდივებს. ქვეყანას კვლავ დასჭირდება მხარდაჭერა.
როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებს?
საქართველოში ყაზახეთიდან საკმაოდ სერიოზული კერძო ინვესტიციები მოდის. ჩვენ გვაქვს პროექტები ენერგეტიკულ სფეროში, საპორტო მეურნეობაში. საქართველოს პოტენციალი შავ ზღვაზე გასვლის თვალსაზრისით ყაზახეთისთვის ძალზედ მიმზიდველია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ვექტორს. პოზიციების პრინციპული თანხვედრა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპები უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა. მე ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, ჟენევის პროცესის მომზადების ფარგლებში. შემიძლია გითხრათ, რომ საქმიანობამ, რომელიც უკავშირდება თანათავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, გამამდიდრა – მე საქართველოში კარგი მეგობრები ვიპოვე.