პოლიტიკური ციკლის მრუდი, რომელიც 2007 წლის ნოემბრიდან ოპოზიციის აღმასვლას აჩვენებდა, ხოლო გასული წლის გაზაფხულიდან დაღმასვლას, 2010 წლის 30 მაისს საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მმართველმა პარტიამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიცშეს სიტყვების სისწორე - რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს. გარეშე მტრებთან და შიდა ოპონენტებთან გადატანილი ბატალიების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო.
ოპოზიციის დიდი გაერთიანების მშენებლობის სტრატეგიამ კრახი განიცადა. ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები დროს ერთმანეთთან გაუთავებელ მოლაპარაკებასა და მანევრირებაში ატარებდნენ. საკუთარ მომხრეებს, საყოველთაო ოპოზიციური ერთობის მეშვეობით, „სააკაშვილის ანტიხალხური რეჟიმის” გარდუვალ დამხობას ჰპირდებოდნენ. წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ ოპოზიციას არც საყოველთაო ერთობის და, მით უმეტეს, არც სააკაშვილის დამარცხების უნარი არ შესწევს. ამ მიზნით შექმნილმა ტაქტიკურმა კოალიციებმა საკუთარი თავი რომ ამოწურეს, მათმა წევრებმა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს და ერთგვარად შეეგუენ კიდეც ამას. ამიტომაც, არჩევნების შემდეგ კვანძის გახსნა სწრაფი და უმტკივნეულო იყო.
თავისი პარტიის დაშლის შესახებ ირაკლი ალასანიამ 15 ივნისს ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერით განაცხადა. მისი თქმით, ოთხი დამოუკიდებელი სუბიექტისგან შემდგარ ალიანსში „ყველა საკითხზე პოლიტიკური დისციპლინის შენარჩუნება იოლი არ იყო”.
ალიანსის კვალდაკვალ დაიშალა ეროვნული საბჭოც. ამ გაერთიანების განმარტებით, ეროვნული საბჭო საარჩევნოდ შექმნილი ბლოკი იყო და ბუნებრივია, რომ არჩევნების შემდეგ დაიშალა.
იდეოლოგიურ, ღირებულებით თუ სხვა ერთობაზე „დაფუძნებული” ეს გაერთიანებები, რომლებიც არჩევნებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გავიდნენ, ერთჯერადი მოხმარების საარჩევნო ბლოკები აღმოჩნდა.
ყოფილი დისიდენტების, ჩეკისტებისა და კომკავშირლების ალიანსში გაერთიანება თავიდანვე ხელოვნური იყო. სხვა თუ არაფერი, მასში შემავალ პარტიებს რადიკალურად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ ქვეყნის მოწყობის შესახებ - ერთი საპრეზიდენტო, მეორე საპარლამენტო, ხოლო მესამე მონარქიულ წყობას ემხრობოდა. ხელოვნური იყო ეროვნული საბჭოს ბლოკიც. მისი სამი ლიდერისგან ორი - ძიძიგური და დავითაშვილი - ბოლო წლებში მესამის - ნოღაიდელის ლანძღვა-გინებით აგროვებდა პოლიტიკურ კაპიტალს. როცა ეს უკანასკნელი რუსეთში პუტინს ეახლა სამთხვევად, მისმა პარტნიორებმა სულ დაივიწყეს, რომ პოლიტიკური ნათლობა თავის დროზე სამტრედიის სარკინიგზო ლიანდაგზე რუსეთისათვის გამოცხადებული ბლოკადით ჰქონდათ მიღებული და ერთმორწმუნე მტერთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს.
ალიანსში ყოფნის ერთმა წელმა ირაკლი ალასანიას დაანახა, რომ ეს პარტნიორობა ბალასტი იყო. ამ ადამიანებს ბევრად მეტი ამბიცია ჰქონდათ, ვიდრე ხმების მოტანა შეეძლოთ საერთო ყულაბაში. ახლა ალასანიასთვის პრიორიტეტულია საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება - რეგიონული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ახალი სახეების, ფინანსების მოზიდვა, „იდენტურობის ნათლად გამოხატვა”. შემდგომი საარჩევნო ბატალიების მოსაგებად მას პოლიტიკაში მეტრები და ბუმბერაზი სტრატეგოსები კი არა, ენერგიული უმცროსი ოფიცრები და რიგითი ჯარისკაცები სჭირდება, რომელთათვისაც საპარლამენტო მანდატები ის ბონუსია, რისთვისაც თავდაუზოგავად იმუშავებენ.
თუმცა, ბონუსების მიღება ალასანიას ყოფილმა პარტნიორებმაც მოახერხეს. ალიანსის პროპორციული სიით თბილისის საკრებულოში ერთი რესპუბლიკელი და ერთიც ახალი მემარჯვენე მოხვდა. პირველმა პარტიამ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერიც კი ვერ გადალახა. მეორემ კი მოახერხა პარლამენტში გასვლა, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა სუბიექტმა. პროპორციული სიით მოხვდა ერთი წევრი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდანაც, რომელსაც დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა.
ამიტომ იყო, რომ რესპუბლიკელებიც და ახალი მემარჯვენეებიც ალიანსში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთ პარტიად საქმიანობის გაგრძელების მომხრენი იყვნენ. მათთვის ალიანსის დაშლა საპარლამენტო პანსიონატში უფასო საგზურის დაკარგვის ტოლფასია. საეჭვოა, რომელიმე სხვა პოლიტიკური ბანაკი მათ ხელგაშლილი ელოდეს.
ალასანია არ ფიქრობს სხვებთან გაერთიანებას. მან დიპლომატიურად განაცხადა, რომ ყოფილ პარტნიორებთან კოორდინაციას შეინარჩუნებს სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობისას, ხოლო სხვა პარტიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მხოლოდ „თემატურ საკითხებში” დაუშვა.
არც ეროვნული საბჭოს ყოფილი წევრები, კონსერვატიული და ხალხის პარტიების ლიდერები აპირებენ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას. მათთვის, როგორც თავისუფლად კონვერტირებადი სუბიექტებისთვის, ახლა უფრო ხელსაყრელია ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვაჭრობა.
საინტერესო პაზლი შეიძლება აეწყოს რუსეთში მოსიარულე ტურისტების (ბურჯანაძე-ნოღაიდელი), რუსულ თანამგზავრზე გასული ტელეკომპანიის მესვეურის (კიწმარიშვილი), უცხოეთში მცხოვრები „პოლიტიკური დევნილის” (ოქრუაშვილი) და ქუჩის პოლიტიკის აკადემიკოსის (გაჩეჩილაძე), ასევე პოლიტიკაში დაკარგულებისა (სუბარი-გუნცაძე) და უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელების (ირაკლი ბათიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი) ფრაგმენტებისგან. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, წინა კვირას ნოღაიდელი-გაჩეჩილაძე-კიწმარიშვილი მიუნხენში ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდნენ და, ალბათ, ახალ პაქტზე მუშაობდნენ.
ჯერ უცნობია, ყველა ალიანსელი გაერთიანდება თუ არა ერთ ფრაქციაში. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ქრისტიან-დემოკრატებს გადაწყვეტილი აქვთ, დამოუკიდებლად შექმნან პარტიული ფრაქცია. სამი ალიანსელიც ქმნის ფრაქციას, რომელსაც დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. დარჩენილ ორ ალიანსელს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ოპოზიცია პრორუსულ და პროდასავლურ ფრთებად ლაგდება. კონტურებიც იკვეთება, ვინ ვისკენ იხრება. საკონსტიტუციო რეფორმის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პარტიების შესაძლო გამსხვილებაცა და ბლოკების კონფიგურაციაც. თუ ახალი კონსტიტუცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არ მიიღეს, დაწეული საარჩევნო ბარიერის პირობებში პარტიებს არჩევნებამდე გაერთიანების სტიმული ნაკლებად ექნებათ. მათთვის უფრო ხელსაყრელია, ცალ-ცალკე გავიდნენ და შემდეგ ივაჭრონ, ვისთან და რა პირობებზე გაერთიანდნენ პარლამენტში.