11 აპრილს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა პარტია ფიდეშმა ხმათა 52.8% მოიპოვა, მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ - 19.3%, ექსტრემისტულმა მემარჯვენე ჯობიკმა კი - 16.7%. არჩევნების საბოლოო შედეგები 25 აპრილს, მეორე ტურის შემდეგ გაცხადდება. სავარაუდოდ, ფიდეშს პარლამენტში 386 ადგილიდან 206 ერგება, სოციალისტებს - 28, ჯობიკს - 26.
არჩევნებში მემარჯვენეთა წარმატებას მკვლევართა უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ამ პერიოდში უმუშევრობამ 11.2%-ს მიაღწია და მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3%-ით შემცირდა. სახელმწიფოს 25 მილიარდი აშშ დოლარის სესხება მოუწია საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. კრიზისის დასაძლევად და ბიუჯეტის დეფიციტის 9.3%-დან (2006) 4%-მდე დასაყვანად, სოციალისტ მთავრობას გადასახადების აწევა და ხარჯების შეკვეცა დასჭირდა. რეფორმებმა ეკონომიკის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას შეუწყო ხელი, თუმცა ამომრჩევლის გაღიზიანება გამოიწვია. ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, მემარცხენე მთავრობამ, რომლის მთავარი მიზანი მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის გაქრობა უნდა იყოს, პირიქით, მის გაზრდას შეუწყო ხელი.
ფიდეშის ანუ უნგრეთის სამოქალაქო კავშირის ლიდერის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ხალხმა „უიმედობის დამარცხებას” მისცა ხმა. ვიქტორ ორბანი მსოფლიოს პოლიტიკურ არენაზე გამოიკვეთა 1989 წელს, როდესაც
მან საბჭოთა ჯარებს უნგრეთის დატოვება მოსთხოვა. იგი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო 1998- 2002 წლებში. ორბანის პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. მაშინ მთავრობამ, რადიკალური რეფორმების საშუალებით, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება შეძლო, ინფლაცია 15%-იდან 7.8%-მდე შემცირდა. ორბანის პრემიერობისას შეძლო უნგრეთმა ნატოში შესვლა. თუმცა, წარმატებებთან ერთად, ფიდეშის სახელი სკანდალებსაც უკავშირდება, რამაც, საბოლოოდ, ამ პარტიის დამარცხება გამოიწვია 2002 წლის არჩევნებში. ამის შემდეგ პარტია კიდევ ორჯერ დამარცხდა, წელს კი პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინში მყოფი ამომრჩევლის წყალობით დაბრუნდა.
წლევანდელ არჩევნებში ორბანის პარტიის მთავარი დაპირება ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევა და შემდეგი 10 წლის განმავლობაში მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ორბანს რეფორმების ადვილად გატარების საშუალებას მისცემს. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მას რთული გზა ელის წინ. ხალხი სწრაფ შედეგს ელოდება. მას მცირე დრო აქვს სტრატეგიის შემუშავებისთვის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქსენოფობიური ჯობიკის პარლამენტში მოხვედრა, პირველად ამ პარტიის არსებობის მანძილზე. პარტია ცნობილია თავისი ანტიბოშური და ანტისემიტური განცხადებებით. ჯობიკი მიიჩნევს, რომ ისრაელი უნგრეთის გაკონტროლებას ცდილობს, ბოშა კრიმინალები კი უნგრეთს სახელს უტეხენ მთელ მსოფლიოში. უნგრეთში ასი ათასი ებრაელი და ასეულობით ათასი ბოშა ცხოვრობს. პარტიის პრეს-სპიკერმა ვარკონიმ განაცხადა: „ჩვენ მხოლოდ კრიმინალი ბოშების წინააღმდეგნი ვართ. ჩვენ არ ვართ ანტისემიტები, უბრალოდ, ვებრძვით ისრაელელ კოლონიზატორებს”. პარტიის წევრები გამოირჩევიან სამოსით, რომელიც ძალიან ჰგავს უნგრელ ნაცისტთა პარტიის, ისრიანი ჯვრის ტრადიციულ ჩაცმულობას.