კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 19 049 შემთხვევა, დღიური დადებითობა 33.7%-ია

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 531 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 18 409 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 33.7%-ია, ბოლო 7 დღის - 32.19%, ბოლო 14 დღის კი 32.01%. 

19 049 ახალი შემთხვევიდან თბილისში 8 972 დადასტურდა, აჭარა - 1 317, იმერეთში - 2 854, ქვემო ქართლში - 842, შიდა ქართლში - 970, გურიაში - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 272, კახეთში - 1 229, მცხეთა-მთიანეთში - 446, სამცხე-ჯავახეთში - 307, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 130. 

15 თებერვლის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 480 841 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, მათგან 1 289 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 628 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 176 019 აქტიური შემთხვევაა. 

1 306 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 486 მკურნალობს, აჭარაში - 155, იმერეთში - 421. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პაციენტია,  მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 41, იმერეთში - 26.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭო იზოლაციის ვადის შემცირებას აპირებს.

კომენტარები