რუსული კანონი

გიული ჩოხელი რუსულ კანონზე: უკან რატომ დააბრუნეთ? რატომ აღიზიანებთ ულამაზეს თაობას?

რუსული კანონი კი არა, მე რუსეთი არ მინდა და რუსული კანონი მენდომება? გამორიცხულია. პირველადაც და მეორეჯერაც ხომ გითხრათ ხალხმა, ულამაზესმა ახალგაზრდებმა - არ გრცხვენიათ, რომ უდგახართ ამ თაობას, რომელიც უკვე 2 კვირა, თუ 20 დღეა ამ სიცივესა და წვიმაში დგანან? - [...] ეს არასწორი ქცევაა.

გითხრეს ერთხელ, რომ არა. [რუსული კანონს] უკან რატომ აბრუნებ? რატომ აღიზიანებ ამ ულამაზეს თაობას? [...] ახალგაზრდებო, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ, რადგან მე თქვენი იმედი სულ მქონდა. თქვენი ახალგაზრდული ძალაა ის, რაც ჩემს სამშობლოს გადაარჩენს. ოღონდ, შრომაა საჭირო.

თქვა ჯაზ-მომღერალმა, გიული ჩოხელმა მთავარ არხთან საუბარში.

კომენტარები