საქართველო-რუსეთი

უნდა შეწყდეს ჩვენი ისტორიის დამახინჯება – პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით" მილოცვები გაეგზავნათ დსთ-ს ქვეყნების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების ლიდერებსაც. სიაში არ არის უკრაინა.

"მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გულისყურით შეინარჩუნოთ და გადასცეთ მომავალ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ამაყად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა". - თქვა პუტინმა.

მანვე "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის".

9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. პარალელურად, 9 მაისი არის ევროპის დღეც. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან კონცერტი გაიმართება.

კომენტარები