ბათუმის ბავშვთა საავადმყოფო

ბათუმში, კლინიკაში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები TV პირველთან ამბობენ, რომ ბიჭმა დაზიანება ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო, შემდეგ იგი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მათივე თქმით, ექსპერტმა ოჯახს განუმარტა, რომ ნარკოზის გაკეთების შემდეგ ხელის გაჭრისას, ბიჭს რეაქცია მისცა და გული გაუჩერდა.

კომენტარები