თაღლითობა

სახლების მშენებლობის და რემონტის მოტივით მიისაკუთრა ₾98 000 – შსს-მ 1 პირი დააკავა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის მოტივით, დაზარალებულების კუთვნილი 98 000 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა. 

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები