რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუმინეთში რუსული დრონის შეჭრა ამტკიცებს, რომ რუსეთი მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის - სიბიჰა

რუსული დრონის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრამ და გალაცის საცხოვრებელ უბანში მისმა აფეთქებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რუსეთის აგრესია რეალურ საფრთხეს უქმნის შავი ზღვის რეგიონს და მთელ ევროპას.

უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და აგრესორზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ასევე სტრატეგიული ამოცანაა - არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის რისკების შესამცირებლადაც.

უკრაინა მტკიცედ დგას რუმინეთის გვერდით. ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ასეთი საფრთხეებისგან დაცვის გასაძლიერებლად.

განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ.

ცნობისთვის, აქამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.

 
 

კომენტარები