რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 2.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაცემა დაამტკიცა

Shutterstock

ევროპის კავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარების მეშვიდე ნაწილის გაცემა, რაც 2.8 მილიარდ ევროს შეადგენს.

ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეშვიდე ტრანშისთვის საჭირო ოცი ეტაპიდან თერთმეტის წარმატებით შესრულებას.

ის ასევე ასახავს უკრაინის მიერ არაერთი შეუსრულებელი ნაბიჯის დასრულებას, კერძოდ, მეხუთე ტრანშისთვის საჭირო ერთი და მეექვსე ტრანშისთვის საჭირო ორი ეტაპის.

გარდა ამისა, უკრაინამ გეგმით გათვალისწინებულზე ადრე შეასრულა სხვა ეტაპები. კერძოდ, მერვე ტრანშის ორი ნაბიჯი და მეცხრე ტრანშის ორი ნაბიჯი. უკრაინა პირველად იღებს კომპენსაციას ადრეული შესრულებისთვის.

წინა, მეექვსე ტრანში, რომელიც დაახლოებით 2.3 მილიარდი ევროს შეადგენდა, 2025 წლის დეკემბერს გაიცა.

უკრაინის დახმარების მექანიზმი, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 1 მარტს, უზრუნველყოფს 50 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში

 

კომენტარები